https://sputnik-georgia.com/20220420/gia-volski-nacmozraobis-muqara-sazogadiebashi-ukmakopileas-iwvevs-266116431.html
გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობის" მუქარა საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს
გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობის" მუქარა საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს
Sputnik საქართველო
კონკრეტულად თუ როგორ მოხდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრებს. 20.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-20T15:40+0400
2022-04-20T15:40+0400
2022-04-20T20:47+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511614_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_876336326b0eef1f6b909b2a1077c2b6.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მუქარა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას მოახდენენ, საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.19 აპრილს ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა.მისი თქმით, მსგავსი განცხადებები უკმაყოფილებას იწვევს რიგ ოპოზიციურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გუშინ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ხაბეიშვილს თქმით, მასობრივი დემონსტრაციების მიზეზი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდა.ოპოზიციამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.„ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება>>>ოპოზიციის გეგმები უკვე გააკრიტიკეს „ქართულ ოცნებაში“ და აღნიშნეს, რომ ეს არის ბაკურიანში გამართული რიგი ოპოზიციური პარტიების შეკრების გამოძახილი, რომლის მიზანიც, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, იყო ქვეყანაში რევოლუციური სცენარის შემუშავება.12 აპრილს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რათა მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რომ მოხდეს ხელისუფლების დამხობა.პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ადრე დაადასტურა, რომ ოპოზიციონერებმა შეხვედრა გამართეს პოლიტიკურ კონსულტანტ პიტერ აკერმანთან და განხილვის მთავარი თემა იყო ხელისუფლების წინააღმდეგ არაძალადობრივი პროტესტის სხვადასხვა მეთოდები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511614_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_54d12f62459377b1f3c83908428b456a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობის" მუქარა საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს
15:40 20.04.2022 (განახლებულია: 20:47 20.04.2022) კონკრეტულად თუ როგორ მოხდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრებს.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მუქარა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას მოახდენენ, საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
19 აპრილს ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა.
„მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესების ფონზე მუდმივი მუქარა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას მოახდენენ, რევოლუციურ სცენარს განავითარებენ, რაღაც შეკრებებზე შემუშავებული სტრატეგიით მთავრობას შეცვლიან და ქვეყანაში არეულობას გამოიწვევენ, საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები უკმაყოფილებას იწვევს რიგ ოპოზიციურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებშიც.
„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გუშინ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ხაბეიშვილს თქმით, მასობრივი დემონსტრაციების მიზეზი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდა.
ოპოზიციამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.
ოპოზიციის გეგმები უკვე გააკრიტიკეს „ქართულ ოცნებაში“ და აღნიშნეს, რომ ეს არის ბაკურიანში გამართული რიგი ოპოზიციური პარტიების შეკრების გამოძახილი, რომლის მიზანიც, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, იყო ქვეყანაში რევოლუციური სცენარის შემუშავება.
12 აპრილს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რათა მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რომ მოხდეს ხელისუფლების დამხობა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ადრე დაადასტურა, რომ ოპოზიციონერებმა შეხვედრა გამართეს პოლიტიკურ კონსულტანტ პიტერ აკერმანთან და განხილვის მთავარი თემა იყო ხელისუფლების წინააღმდეგ არაძალადობრივი პროტესტის სხვადასხვა მეთოდები.