https://sputnik-georgia.com/20220419/nacmozraoba-masshtaburi-saprotesto-aqciebistvis-emzadeba-266091413.html
„ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება
„ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
ოპოზიციის გეგმები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" გააკრიტიკეს. 19.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-19T15:37+0400
2022-04-19T15:37+0400
2022-04-19T21:26+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24758/15/247581558_0:0:1923:1082_1920x0_80_0_0_ac63b9dda306f531fa63e294a6626c0e.jpg
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დეპუტატმა პენიტენციურ დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ხაბეიშვილს თქმით, მასობრივი დემონსტრაციების მიზეზი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდა.ოპოზიციამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.დეპუტატის თქმით, კონკრეტულად თუ როგორ მოხდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, სააკაშვილი 20 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ისაუბრებს.ხელისუფლების რეაქციაოპოზიციის გეგმები გააკრიტიკეს „ქართულ ოცნებაში“ და აღნიშნეს, რომ ეს არის ბაკურიანში გამართული რიგი ოპოზიციური პარტიების შეხვედრის გამოძახილი, რომლის მიზანიც, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, იყო ქვეყანაში რევოლუციური სცენარის შემუშავება.დეპუტატის თქმით, ოპოზიცია ეცდება საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიოს. თუმცა, ამილახვარი დარწმუნებულია, რომ ეს მცდელობები კრახისთვისაა განწირული.„საქართველოში არჩევნები 2024 წელს ჩატარდება და არანაირი ვადამდელი არჩევნები, თეორიულ დონეზეც კი, არ განიხილება“, – აღნიშნა მან.12 აპრილს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რათა მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რომ მოხდეს ხელისუფლების დამხობა.პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ადრე დაადასტურა, რომ ოპოზიციონერებმა შეხვედრა გამართეს პოლიტიკურ კონსულტანტ პიტერ აკერმანთან და განხილვის მთავარი თემა იყო ხელისუფლების წინააღმდეგ არაძალადობრივი პროტესტის სხვადასხვა მეთოდები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24758/15/247581558_0:0:1807:1355_1920x0_80_0_0_d7e467dab07072e9131832feb1774d1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება
15:37 19.04.2022 (განახლებულია: 21:26 19.04.2022) ოპოზიციის გეგმები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" გააკრიტიკეს.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დეპუტატმა პენიტენციურ დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ხაბეიშვილს თქმით, მასობრივი დემონსტრაციების მიზეზი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდა.
ოპოზიციამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.
„ჩვენ უნდა მოვაწყოთ დიდი სახალხო დღესასწაული – დღე, როცა ჩვენ „ქართულ ოცნებას“ გავაცილებთ. ამისთვის აუცილებელია ქართველი ხალხის მობილიზება, შემდეგ კი ხელისუფლებას მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის მობილიზების შემთხვევაში მათ ამის გაკეთება მოუწევთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
დეპუტატის თქმით, კონკრეტულად თუ როგორ მოხდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, სააკაშვილი 20 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ისაუბრებს.
ოპოზიციის გეგმები გააკრიტიკეს „ქართულ ოცნებაში“ და აღნიშნეს, რომ ეს არის ბაკურიანში გამართული რიგი ოპოზიციური პარტიების შეხვედრის გამოძახილი, რომლის მიზანიც, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, იყო ქვეყანაში რევოლუციური სცენარის შემუშავება.
„ომისა და მოღალატეების პარტია საკუთარი დესტრუქციული მოქმედებების სერიას აგრძელებს. ეტყობა კიდევ ერთი მსგავსი ნაბიჯი დაიგეგმა ბაკურიანში, რომელთან დაკავშირებითაც განცხადებას ჩვენ, ალბათ, სასამართლო დარბაზიდან მოვისმენთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია ეცდება საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიოს. თუმცა, ამილახვარი დარწმუნებულია, რომ ეს მცდელობები კრახისთვისაა განწირული.
„საქართველოში არჩევნები 2024 წელს ჩატარდება და არანაირი ვადამდელი არჩევნები, თეორიულ დონეზეც კი, არ განიხილება“, – აღნიშნა მან.
12 აპრილს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რათა მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რომ მოხდეს ხელისუფლების დამხობა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ადრე დაადასტურა, რომ ოპოზიციონერებმა შეხვედრა გამართეს პოლიტიკურ კონსულტანტ პიტერ აკერმანთან და განხილვის მთავარი თემა იყო ხელისუფლების წინააღმდეგ არაძალადობრივი პროტესტის სხვადასხვა მეთოდები.