ევროპა ბავშვის საფენებში საშიში ქიმიკატების აკრძალვას აპირებს

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშიბავშვის საფენები
ბავშვის საფენები - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
სპეციალისტებმა ახალ შეზღუდვებს „ქიმიკატების აკრძალვის ისტორიაში ყველაზე დიდი“ უწოდეს.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ევროპის ქვეყნებში ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიკატების აკრძალვას აპირებენ. შეზღუდვები ეხება ანტიპირენს, ბისფენოლს, PVC (პოლივინქლორიდი)–პლასიტიკსა და PFAS-ს – ქიმიკატებს, რომლებიც არის ბავშვის საფენებში და საბავშვო მოედნებზე.
კერძოდ, ამის შესახებ ნათქვამია „შეზღუდვების საგზაო რუკაში“, რომელიც ევროპული კომისიის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა, იუწყება The Guardian.
აღინიშნება, რომ ახალ შეზღუდვებში მოხვდება ქიმიკატები, რომლებიც დაკავშირებულია ონკოლოგიურ დაავადებებთან, ჰორმონალურ დარღვევებთან, რეპროდუქციულ დარღვევებთან, ასევე გაცხიმოვნებასთან, დიაბეტთან და სხვა დიაგნოზებთან.
სპეციალისტების ინფორმაციით, ჩამონათვალში შეიძლება მოხვდეს ტოქსიკური ნივთიერების 12 ათასამდე სახეობა. ევროპაში ახალ გეგმას უკვე უწოდეს „ყველაზე დიდი ქიმიკატების აკრძალვის ისტორიაში“.
საქართველო შავი ზღვის წყლის ხარისხს მუდმივად გააკონტროლებს>>
ამას გარდა, აკრძალვა შეიძლება შეეხოს სილამაზის სფეროს, კერძოდ, კოსმეტიკას, საღებავებს, ასევე საწმენდ საშუალებებს, წებოსა და პესტიციდებს. სავაჭრო ჯგუფ Cefic-ში აღნიშნეს, რომ ტოქსიკური ელემენტებისგან გათავისუფლება ძლიერ აისახება მსოფლიო ქიმიური დარგის წლიურ შემოსავლებზე, რომელიც დაახლოებით 500 მილიარდ ევროს შეადგენს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მიწის ქიმიურმა დანაგვიანებამ გადააჭარბა მაჩვენებელს, რომელსაც გლობალური ეკოსისტემების დარღვევა მოსდევს. სამი წლის წინ ეკოჯგუფმა Bund დაამტკიცა, რომ ისეთი სამრეწველო გიგანტები, როგორიც არიან BASF, Bayer, Dow Chemicals და ExxonMobil უამრავ ტონა ქიმიქატებს იყენებენ უსაფრთხოების ყოველგვარი შემოწმების გარეშე.
ყველა ახალი ამბავი
0