საქართველო შავი ზღვის წყლის ხარისხს მუდმივად გააკონტროლებს

CC0 / Pixabay / თევზსაჭერი გემი
თევზსაჭერი გემი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
გამოწერა
საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში. პირველად განთავსდა მოწყობილობა, რომელიც GPRS კომუნიკაციის მეშვეობით, ზღვის პარამეტრებს ონლაინ რეჟიმში გაზომავს.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ევროკავშირის მხარდაჭერით წყლის პორტატული CTD მოტივტივე სადგური შეიძინა, რომელიც წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის არის განკუთვნილი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სადგური დამოუკიდებელი სისტემაა, რომელიც პირველად განთავსდა საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში. მოწყობილობა GPRS კომუნიკაციის მეშვეობით ზღვის პარამეტრებს ონლაინ რეჟიმში გაზომავს, ხოლო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტებისთვის.
პირველ ეტაპზე სადგურის საშუალებით განისაზღვრება სამი ძირითადი კომპონენტი: წყლის ელექტროგამტარობა, ტემპერატურა და სიღრმე, რაც საქართველოში პირველად იძლევა შესაძლებლობას, შავი ზღვის აკვატორიაში განხორციელდეს წყლის უწყვეტი მონიტორინგი.
უწყების ცნობით, აღნიშნული კვლევები ხელს შეუწყობს თევზის მარაგების შეფასებას და მოდელირებას.
„აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა საერთაშორისო პრაქტიკულ სწავლებასა თუ სემინარში, რაც ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. საზღვაო კვლევების ორგანიზატორები, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, არიან პროექტის „ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა გარემოს მონიტორინგსა და მოდელირებაში თევზის მარაგებისა და არათევზეული რესურსების შესაფასებლად“ (TIMMOD) პარტნიორები - შავი ზღვის-დუნაის კვლევითი და განვითარების ასოციაცია (BDCA), სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (AUTh) და თევზის რესურსების ინსტიტუტი (IFR).
ყველა ახალი ამბავი
0