https://sputnik-georgia.com/20220426/audiochanawerebtan-dakavshirebit-skandali-grzeldeba-266251178.html
აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება: რა მოხდა სინამდვილეში
აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება: რა მოხდა სინამდვილეში
Sputnik საქართველო
ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა, განაცხადა ბიზნესმენმა. 26.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-26T23:28+0400
2022-04-26T23:28+0400
2022-04-27T17:14+0400
საქართველო
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251768758_0:180:1921:1260_1920x0_80_0_0_52ca6da07fbaafc6aa99f0f8966ecb81.jpg
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებელთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა სკანდალურ აუდიოჩანაწერებში ნახსენები შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.ორშაბათს ოპოზიციურმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს აუდიოჩანაწერები, რომელიც, სავარაუდოდ, შედგა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე დასავლეთის სანქციების სიაშია შეყვანილი. საუბარში ნახსენებია ვინმე დავითის და ალი უზდენოვის – კომპანია Система-ს ვიცე-პრეზიდენტის სახელები, რომლებიც თითქოსდა უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში.ოპოზიციურმა მედიამ მაშინვე განაცხადა, რომ ნახსენები ვინმე „დავითი“ დავით ხიდაშელია.მისი თქმით, ასევე არ შემდგარა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.„პრემიერ-მინისტრს ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს-სექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა“, – განაცხადა ხიდაშელმა.რა ჩანაწერებია10 მარტით დათარიღებულ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს „ხორბალთან დაკავშირებულ იდეას“ სთავაზობს. საუბარში ნახსენებია ვინმე დავითის და ალი უზდენოვის - კომპანია Система-ს ვიცე-პრეზიდენტის სახელები, რომლებიც საკითხის დეტალების გასაცნობად თითქოსდა უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში.მმართველი პარტია: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში ამორალური არაფერია>>>„თუ შენ ამ საქმეში ჩაერთვები, მაშინ მე ამ საქმეზე წავალ“, – საუბრობს ადამიანი ევტუშენკოვის ხმით, რის შემდეგაც თანხმობას იღებს შეხვედრასა და საკითხის განხილვაზე.მეორე ჩანაწერზე, რომელიც 12 მარტითაა დათარიღებული, ადამიანი ივანიშვილის ხმით პასუხობს, რომ მან ბიზნესმენები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გაგზავნა.მმართველ პარტიაში ჩანაწერებს არაავთენტური და ჭორი უწოდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251768758_0:0:1919:1439_1920x0_80_0_0_2f70a0881a60e5717a5222c9fe7cf827.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, ბიძინა ივანიშვილი
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, ბიძინა ივანიშვილი
აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება: რა მოხდა სინამდვილეში
23:28 26.04.2022 (განახლებულია: 17:14 27.04.2022) ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა, განაცხადა ბიზნესმენმა.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებელთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა სკანდალურ აუდიოჩანაწერებში ნახსენები შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
ორშაბათს ოპოზიციურმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს აუდიოჩანაწერები, რომელიც, სავარაუდოდ, შედგა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე დასავლეთის სანქციების სიაშია შეყვანილი. საუბარში ნახსენებია ვინმე დავითის და ალი უზდენოვის – კომპანია Система-ს ვიცე-პრეზიდენტის სახელები, რომლებიც თითქოსდა უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში.
ოპოზიციურმა მედიამ მაშინვე განაცხადა, რომ ნახსენები ვინმე „დავითი“ დავით ხიდაშელია.
„მე ნამდვილად ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა“, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ასევე არ შემდგარა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
„პრემიერ-მინისტრს ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს-სექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა“, – განაცხადა ხიდაშელმა.
10 მარტით დათარიღებულ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს „ხორბალთან დაკავშირებულ იდეას“ სთავაზობს. საუბარში ნახსენებია ვინმე დავითის და ალი უზდენოვის - კომპანია Система-ს ვიცე-პრეზიდენტის სახელები, რომლებიც საკითხის დეტალების გასაცნობად თითქოსდა უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში.
„თუ შენ ამ საქმეში ჩაერთვები, მაშინ მე ამ საქმეზე წავალ“, – საუბრობს ადამიანი ევტუშენკოვის ხმით, რის შემდეგაც თანხმობას იღებს შეხვედრასა და საკითხის განხილვაზე.
მეორე ჩანაწერზე, რომელიც 12 მარტითაა დათარიღებული, ადამიანი ივანიშვილის ხმით პასუხობს, რომ მან ბიზნესმენები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გაგზავნა.
მმართველ პარტიაში ჩანაწერებს არაავთენტური და ჭორი უწოდეს.