შუხუთში ლელობურთის თამაშისას მამაკაცი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2022
გამოწერა
დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩება ვერ შეძლეს.
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული სააღდგომო ლელობურთისას მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „გურია თუდეი“ ავრცელებს.
დღეს სოფელ შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. ლელობურთში ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი ლელობურთის თამაშის დროს მძიმედ დაშავდა. ის ლანჩხუთში „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს. მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კლინიკასთან იმყოფებიან გარდაცვლილის ახლობლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო ორი წელის განმავლობაში ტრადიციული ლელობურთი არ ჩატარებულა.
ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაული ტრადიციული ლელობურთით აღნიშნეს>>
2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.
ლელო – გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბის წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.
ყველა ახალი ამბავი
0