https://sputnik-georgia.com/20220424/leloburti-suxutsi-266208490.html
ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაული ტრადიციული ლელობურთით აღნიშნეს
ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაული ტრადიციული ლელობურთით აღნიშნეს
Sputnik საქართველო
16-კილოგრამიან ლელოს ბურთს ტრადიციისამებრ ადგილობრივები წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანენ. 24.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-24T20:03+0400
2022-04-24T20:03+0400
2022-04-24T20:03+0400
საქართველო
საზოგადოება
სპორტი
კულტურა საქართველოში
გურია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23562/83/235628358_0:41:800:491_1920x0_80_0_0_a0843537ba90ca23fa42e005072e43b4.jpg
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.ლელობურთში ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ.„ეს ვაჟკაცების თამაშია. პანდემიის გამო, ორი წელიწადი არ გვითამაშია, უარი ვთქვით, რაც არასოდეს მომხდარა. ასე რომ, პანდემია უკვე გადავიდა და წელსაც რომ ყოფილიყო საშიშროება, ალბათ წელსაც გავჩერდებოდით“, – განაცხადა შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრმა, მამა საბა ჟღენტმა.თითქმის ორასი წელია გურულები ლელობურთს შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს თამაშობენ.ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) ზუსტად 16-კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირთან ახლოს დადებს.კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო ორი წელის განმავლობაში ტრადიციული ლელობურთი არ ჩატარებულა.2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.ლელო – გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბის წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23562/83/235628358_46:0:755:532_1920x0_80_0_0_e92b21f079d677bbbf72b21eae2227e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, კულტურა საქართველოში, გურია , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, კულტურა საქართველოში, გურია , ახალი ამბები
ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაული ტრადიციული ლელობურთით აღნიშნეს
16-კილოგრამიან ლელოს ბურთს ტრადიციისამებრ ადგილობრივები წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანენ.
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.
ლელობურთში ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ.
„ეს ვაჟკაცების თამაშია. პანდემიის გამო, ორი წელიწადი არ გვითამაშია, უარი ვთქვით, რაც არასოდეს მომხდარა. ასე რომ, პანდემია უკვე გადავიდა და წელსაც რომ ყოფილიყო საშიშროება, ალბათ წელსაც გავჩერდებოდით“, – განაცხადა შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრმა, მამა საბა ჟღენტმა.
თითქმის ორასი წელია გურულები ლელობურთს შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს თამაშობენ.
ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) ზუსტად 16-კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირთან ახლოს დადებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო ორი წელის განმავლობაში ტრადიციული ლელობურთი არ ჩატარებულა.
2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.
ლელო – გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბის წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.