https://sputnik-georgia.com/20220424/safrangetis-prezidentis-arcevnebi-exit-poll-winaswari-monacemebi-266209770.html
საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნები – exit poll–ის პირველი მონაცემები
საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნები – exit poll–ის პირველი მონაცემები
Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა 63,23% გამოცხადდა. 24.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-24T21:47+0400
2022-04-24T21:47+0400
2023-07-20T15:55+0400
საფრანგეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/03/251921470_149:143:2632:1539_1920x0_80_0_0_cbbc64494c8751dbb0d843d246d3ac8a.jpg
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლიდერობს ხმების 55–დან 58 პროცენტამდე. ასეთია წინასწარი მონაცემები, რომელიც ბელგიურმა ტელეარხმა LN24 გამოაცხადა.ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ხმების 42–დან 45 პროცენტამდე იღებს.ტელეარხის ცნობით, მან გამოკითხვის მონაცემები საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ოთხი ავტორიტეტული ცენტრისგან მიიღო. მონაცემები 17:00 საათამდე (თბილისის დროით 19:00 სთ) საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულთა გამოკითხვას ასახავს.საფრანგეთის შსს–ს მონაცემებით, მეორე ტურში ადგილობრივი დროით 17 საათისთვის ამომრჩეველთა 63,23% გამოცხადდა.საფრანგეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება>>საფრანგეთში რამე სახის წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება აკრძალულია, თუმცა ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მეზობელი ბელგიის მასმედიაზე, სადაც საფრანგეთის არჩევნებს ყურადღებით აკვირდებიან.საარჩევნო უბნები საფრანგეთში კვირას ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება ამის შემდეგ დაიწყება.
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/03/251921470_69:86:2498:1908_1920x0_80_0_0_1a3ada2e136e550ed1d4b6af55bb2b06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
საფრანგეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნები – exit poll–ის პირველი მონაცემები
21:47 24.04.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა 63,23% გამოცხადდა.
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლიდერობს ხმების 55–დან 58 პროცენტამდე. ასეთია წინასწარი მონაცემები, რომელიც ბელგიურმა ტელეარხმა LN24 გამოაცხადა.
ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ხმების 42–დან 45 პროცენტამდე იღებს.
ტელეარხის ცნობით, მან გამოკითხვის მონაცემები საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ოთხი ავტორიტეტული ცენტრისგან მიიღო. მონაცემები 17:00 საათამდე (თბილისის დროით 19:00 სთ) საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულთა გამოკითხვას ასახავს.
საფრანგეთის შსს–ს მონაცემებით, მეორე ტურში ადგილობრივი დროით 17 საათისთვის ამომრჩეველთა 63,23% გამოცხადდა.
საფრანგეთში რამე სახის წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება აკრძალულია, თუმცა ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მეზობელი ბელგიის მასმედიაზე, სადაც საფრანგეთის არჩევნებს ყურადღებით აკვირდებიან.
საარჩევნო უბნები საფრანგეთში კვირას ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება ამის შემდეგ დაიწყება.