https://sputnik-georgia.com/20220424/saprangetshi-prezidentis-archevnebis-meore-turi-imarteba-266201916.html
საფრანგეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება
საფრანგეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება
Sputnik საქართველო
მაკრონი და ლე პენი პრეზიდენტის სავარძლისთვის ფინალურ ორთაბრძოლაში მეორეჯერ უპირისპირდებიან ერთმანეთს. 2017 წელს გამართულ არჩევნებში ლე პენი დამარცხდა. 24.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-24T11:19+0400
2022-04-24T11:19+0400
2023-07-20T15:44+0400
პოლიტიკა
საფრანგეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/18/266201468_0:125:1258:833_1920x0_80_0_0_8b9cc49801daae02753652ff547f7167.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საფრანგეთში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით 10:00) გაიხსნა.პირველი ტურის შედეგებით, რომელიც საფრანგეთში 10 აპრილს ჩატარდა, მეორე ტურში გავიდა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინლე პენი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ტურის შედეგებით, მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27,84% მიიღო, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა 23,15%.მაკრონი და ლე პენი პრეზიდენტის სავარძლისთვის ფინალურ ორთაბრძოლაში მეორეჯერ უპირისპირდებიან ერთმანეთს. 2017 წელს გამართულ არჩევნებში ლე პენი დამარცხდა. გამოცემა Echos დაკვეთით OpinionWay-Kea Partners-ის მიერ ჩატარებული კვლევების პროგნოზით, რომელიც არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა, კენჭისყრაში გამარჯვება შეიძლება ხმების 57%-ით მაკრონმა მოიპოვოს. მის მოწინააღმდეგეს კი ხმების 43%-ს უწინასწარმეტყველებენ.საფრანგეთის მთავრობის პრეს-სპიკერის გაბრიელ ატალის განცხადებით, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭო საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს 27 ან 28 აპრილს გამოაცხადებს.საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 14 მაისს იწურება.საფრანგეთის პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით.
https://sputnik-georgia.com/20220411/archevnebi-safrangetshi-video-265887934.html
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/18/266201468_96:0:1213:838_1920x0_80_0_0_cad5b0d5de882ac03dafeb7de05e203e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საფრანგეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, საფრანგეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
საფრანგეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება
11:19 24.04.2022 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) მაკრონი და ლე პენი პრეზიდენტის სავარძლისთვის ფინალურ ორთაბრძოლაში მეორეჯერ უპირისპირდებიან ერთმანეთს. 2017 წელს გამართულ არჩევნებში ლე პენი დამარცხდა.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საფრანგეთში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით 10:00) გაიხსნა.
პირველი ტურის შედეგებით, რომელიც საფრანგეთში 10 აპრილს ჩატარდა, მეორე ტურში გავიდა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინლე პენი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ტურის შედეგებით, მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27,84% მიიღო, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა 23,15%.
მაკრონი და ლე პენი პრეზიდენტის სავარძლისთვის ფინალურ ორთაბრძოლაში მეორეჯერ უპირისპირდებიან ერთმანეთს. 2017 წელს გამართულ არჩევნებში ლე პენი დამარცხდა.
გამოცემა Echos დაკვეთით OpinionWay-Kea Partners-ის მიერ ჩატარებული კვლევების პროგნოზით, რომელიც არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა, კენჭისყრაში გამარჯვება შეიძლება ხმების 57%-ით მაკრონმა მოიპოვოს. მის მოწინააღმდეგეს კი ხმების 43%-ს უწინასწარმეტყველებენ.
საფრანგეთის მთავრობის პრეს-სპიკერის გაბრიელ ატალის განცხადებით, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭო საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს 27 ან 28 აპრილს გამოაცხადებს.
საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 14 მაისს იწურება.
საფრანგეთის პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით.