ცნობილი იოგინი სადჰგურუ საქართველოს ეწვევა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშისადჰგურუ
სადჰგურუ - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2022
გამოწერა
სადჰგურუს გამოსვლა თბილისში ინგლისურად გაიმართება სინქრონული თარგმანით
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი იოგინი სადჰგურუ (ჯაგი ვასუდევი), რომელიც მისიით Save Soil 100–დღიან მოგზაურობაში გაემგზავრა მოტოციკლით, 26 აპრილს საქართველოს ეწვევა და თბილისის სპორტის სასახლეში იმავე დღეს ლექციას გამართავს.
Save Soil – „გადავარჩინოთ ნიადაგი“ გლობალური მოძრაობაა, რომელიც სადჰგურუს მიერ არის ინიცირებული.
100–დღიანი მოგზაურობის პერიოდში სადჰგურუ ეწვევა ევროპის 26 ქვეყანას, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს. ის დაახლოებით 30 ათას კილომეტრს გაივლის და ამ პერიოდში გარემოს დამცველებს შეხვდება, ჩაატარებს ლექციებს.
© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიЙогин, мистик, основатель фонда "Иша" Садхгуру
Йогин, мистик, основатель фонда Иша Садхгуру - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2022
Йогин, мистик, основатель фонда "Иша" Садхгуру
ის უკვე იმყოფებოდა ბირმინგემში, ლონდონში, ამსტერდამში, ბერლინში, პრაღაში, ვენაში, ლუბლიანაში, რომში, ჟენევაში, პარიზში, ბრიუსელში, ლიონში, სოფიასა და ბუქარესტში.
სადჰგურუ თბილისში ლექციას ინგლისურ ენაზე წაიკითხავს და მას სინქრონულად თარგმნიან.
იოგი, ფილოსოფოსი და მისტიკოსი სადჰგურუ ინდოეთში 50 ყველაზე გავლენიანი ადამიანების რიცხვში შედის. ის უზარმაზარი პოტენციალის ოსტატია. დააარსა საქველმოქმედო „იშის ფონდი“, რომელიც იოგის პროგრამას მთელ მსოფლიოში ატარებს.
© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშისადჰგურუ
Йогин, мистик, основатель фонда Иша Садхгуру  - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2022
სადჰგურუ
მისი ინიციატივები მთელ მსოფლიოში აღიარეს, როგორც გარდამტეხი ეკონომიკური განვითარების შექმნისთვის, რომლებიც ეკოლოგიურად მდგრადია. სადჰგურუს მრავალი საერთაშორისო სააგენტო იწვევდა მსოფლიოს გლობალური ეკოლოგიური პრობლემების განსახილველად.
ყველა ახალი ამბავი
0