https://sputnik-georgia.com/20220424/le-penma-marcxi-ariara-266210835.html
ლე პენმა მარცხი აღიარა
ლე პენმა მარცხი აღიარა
Sputnik საქართველო
მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, გადამწყვეტ ტურში ხმების 58%–ით ლიდერობს. 24.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-24T23:52+0400
2022-04-24T23:52+0400
2023-07-20T15:55+0400
საფრანგეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23583/62/235836283_0:141:3139:1907_1920x0_80_0_0_e6e7414b17b4ee7e1d9bd4c6a163937a.jpg
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენი საფრანგეთის არჩევნებზე მარცხი აღიარა.არჩევნების მეორე, გადამწყვეტ ტურში საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხმების 58%–ით ლიდერობს.მისი განმარტებით, მილიონობით მისმა მხარდამჭერმა განაცხადა, რომ აქვს ცვლილებების სურვილი. ლე პენი დარწმუნებულია, რომ მისი იდეის ასეთი მასობრივი მხარდაჭერა უკვე გამარჯვებაა.საარჩევნო უბნები საფრანგეთში კვირას ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 (თბილისის დროით 22:00 საათზე) საათზე დაიხურა.საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნები – exit poll–ის პირველი მონაცემები>>საფრანგეთის პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით. პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. მასში 12 კანდიდატი მონაწილეო0ბდა. მეორე ტურში მაკრონი და ლე პენი გავიდნენ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ტურის შედეგებით, მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27,84% მიიღო, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა – 23,15%.საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭო საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, სავარაუდოდ, 27 ან 28 აპრილს გამოაცხადებს.
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23583/62/235836283_204:0:2935:2048_1920x0_80_0_0_136294eeed7079a3a4594d6f02a8ecf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
საფრანგეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ლე პენმა მარცხი აღიარა
23:52 24.04.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, გადამწყვეტ ტურში ხმების 58%–ით ლიდერობს.
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენი საფრანგეთის არჩევნებზე მარცხი აღიარა.
არჩევნების მეორე, გადამწყვეტ ტურში საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხმების 58%–ით ლიდერობს.
„მადლობას გამოვხატავ ყველას მიმართ, ვინც მხარი დამიჭირა პირველ ტურში და შემომიერთდა მეორე ტურში... არაფერს ვნანობ. ეს მარცხი არ მიშლის ხელს, რომ იმედიანად ვიყო“, – განაცხადა ლე პენმა მომხრეებისადმი სიტყვით მიმართვისას.
მისი განმარტებით, მილიონობით მისმა მხარდამჭერმა განაცხადა, რომ აქვს ცვლილებების სურვილი. ლე პენი დარწმუნებულია, რომ მისი იდეის ასეთი მასობრივი მხარდაჭერა უკვე გამარჯვებაა.
საარჩევნო უბნები საფრანგეთში კვირას ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 (თბილისის დროით 22:00 საათზე) საათზე დაიხურა.
საფრანგეთის პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით. პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. მასში 12 კანდიდატი მონაწილეო0ბდა. მეორე ტურში მაკრონი და ლე პენი გავიდნენ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ტურის შედეგებით, მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27,84% მიიღო, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა – 23,15%.
საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭო საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, სავარაუდოდ, 27 ან 28 აპრილს გამოაცხადებს.