დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 აპრილი

CC BY-SA 2.0 / Guy Dickinson / Star Trailsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 24 აპრილია, კვირა. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
კარგად დაფიქრდით, სანამ დღეს გაჩენილი იდეის რეალიზაციას დაიწყებთ. რაც მარტივი ჩანს, ერთი შეხედვით, შეიძლება ადვილი გასაკეთებელი სულ არ აღმოჩნდეს. ბევრი დღეს სასურველს რეალობად აღიქვამს. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 აპრილი>>
ვერძი: იყავით მტკიცედ და კატეგორიულად განწყობილი. ეს დაგეხმარებით სირთულეების გადალახვაში. პირად ურთიერთობებში ხანდახან შეიძლება შეიქმნას დაძაბული მომენტები. მნიშვნელოვანია, რომ ილუზიები არ ააგოთ. შეხედეთ ცხოვრებას რეალისტურად და შეძლებთ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას.
ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
პროფესია - ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კურო: ფულთან მიმართებით ფრთხილად იყავით. თუ წინასწარ არ გაქვთ რამე გარიგება დაგეგმილი, დღეს მოერიდეთ მის დადებას; ასევე არ იჩქაროთ საყიდლებზე წასვლა. დანარჩენში ხელსაყრელი დროა. სწრაფად გაუმკლავდებით საქმეებს და დრო დასვენებისა და გართობისთვისაც დაგრჩებათ.
ტყუპი: დიდი ალბათობით, ქაოსს დღეს თავს ვერ აარიდებთ. შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც თქვენს გეგმებს აურევს. თქვენ შეინარჩუნებთ კონტროლს საკუთარ თავზე. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც მგზნებარედ განვითარდება.
კირჩხიბი: დილი სერიოზული საქმეებისთვის არ გამოდგება. რთული იქნება ყურადღების კონცენტრაცია. სამაგიეროდ, კარგი დროა დასვენებისთვის, განწყობის შესაბამისად, საკუთარი სიამოვნებისთვის რამის გასაკეთებლად. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. დღის მეორე ნახევარი ნაყოფიერად ჩაივლის.
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში
ლომი: დღის დასაწყისი კარგი დროა ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებთ ორიგინალური იდეების ხორცშესხმას. მოგვიანებით, სავარაუდოდ, ყოვედღიურ ყოფასთან დაბრუნება მოგიწევთ. დაგრჩებათ დრო გასეირნებისთვისაც. საღამო რომანტიკულ სიურპრიზებს გპირდებათ.
ქალწული: ადვილი არ იქნება თავის გაკონტროლება დღის პირველ ნახევარში. შესაძლებელია გეგმების არევა. მაგრამ თქვენ ჩანაფიქრზე უარს არ იტყვით და საჭირო შედეგს მაინც მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა შეხვედრებისთვის. საერთო ენას განსხვავებულ ადამიანებთან იოლად იპოვით.
სასწორი: მშფოთვარე, მაგრამ სასიამოვნო დღე გელოდებათ. გაგიჩნდებათ კარგი იდეები. მოსალოდნელია შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. კარგად ჩაივლის მგზავრობა – დაგეგმილიცა და სპონტანურიც. შეგიძლიათ მცირე რომანტიკული მოგზაურობის მოწყობაც. ის ორივეს დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2019
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
მორიელი: დილა მშფოთვარე იქნება. განსაკუთრებით გაუჭირდება მათ, ვისაც მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა დაგეგმილი. გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრირება, შესაძლებელია შეცდომების დაშვება. მოგვიანებით იღბლიანი დრო დადგება. გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები.
მშვილდოსანი: კარგი დღეა სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, გაიჩინოთ ახალი მეგობრები, არც რომანტიკული კავშირის დაწყებაა გამორიცხული. შედეგიანი იქნება საქმეებზე საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.
თხის რქა: კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. გელოდებათ იღბლიანი გარიგებები, ნივთების ყიდვა. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ. შესანიშნავი დროა საყვარელ ადამიანთან შესახვედრად. შესაძლოა, მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2019
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები
მერწყული: დიდი ალბათობით, დღე უთანხმოებების გარეშე არ ჩაივლის. მაგრამ ზოგიერთი კამათი წაგადგებათ კიდეც – მათი წყალობით პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის ხერხს მიაგნებთ. შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ისე, რომ არავის აწყენინებთ. მთლიანობაში დღე კარგად ჩაივლის.
თევზები: კარგი დღეა სახლის საქმეების, ყოფითი საკითხების გადასაწყვეტად. ასევე ხელსაყრელი დროა საყიდლებისთვის. შეიძლება სტუმრების მიღება, საოჯახო დღესასწაულების გამართვა. დღის მეორე ნახევარში გელოდებათ კარგი სიახლეების გაგება, რომლებიც, სავარაუდოდ, თქვენს ახლობლებს ეხება.
ყველა ახალი ამბავი
0