„სასიამოვნოა ჩვენი ქომაგების წინაშე მოგება“: არველაძის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება

© courtesy of Hull Cityშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2022
გამოწერა
შოთა არველაძის გაწვრთნილი გუნდი ინგლისის ჩემპიონშიპში 50 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ინგლისის ჩემპიონშიპში შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალ სიტიმ“ გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„ჰალ სიტი“ ჩემპიონშიპის 44-ე ტურში „რედინგს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „ჰალისთვის“ ეს შეხვედრა სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, რადგან გუნდს ინგლისის რანგით მეორე ლიგაში დარჩენა გარანტირებული აქვს. განსხვავებით „ჰალ სიტისგან“ აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება სჭირდებოდა „რედინგს“, რომელიც გათამაშებაში 21 ადგილს იკავებს და ახლოს არის გასავარდნ ზონასთან.
„ვეფხვებმა“ პირველი ტაიმის ლევის-პოტერის გოლით მინიმალური სხვაობით მოიგეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს კიდევ ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. ქართველმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ ინგლისურ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„სასიამოვნოა ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება და სამი გოლის გატანა, რაც სეზონის საუკეთესო ანგარიშია. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და ამით ბედნიერები უნდა ვიყოთ. თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით და ანგარიშიც ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა არველაძემ.
„ჰალ სიტიმ“ ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგო, შედეგად 50 ქულა დააგროვა და ბოლო ორ თვეში პირველად მოახერხა მე-18 ადგილზე დაწინაურება. შოთა არველაძის გუნდმა გასავარდნ ზონას 16 ქულით გაასწრო და ჩემპიონშიპში ადგილი შენარჩუნებული აქვს. „ჰალი“ მორიგ შეხვედრას „ბრისტოლთან“ გასვლაზე 30 აპრილს გამართავს.
ყველა ახალი ამბავი
0