მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა: ვიდეო

© photo: Sputnik / Andrew the First-Called Foundation / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2022
გამოწერა
აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის საქართველოდანაც
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:31 საათზე გადმოვიდა.
უფლის საფლავიდან წმინდა ცეცხლი აღდგომის ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოუბრძანა.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მორწმუნეები დილიდან ელოდებოდნენ. აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის იყვნენ მომლოცველები საქართველოდანაც.
წმინდა ცეცხლს საქართველოში დეკანოზი შალვა კეკელია ჩამოაბრძანებს.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და თბილისის დროით, დაახლოებით, 15:29 საათზე საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მათ შორის იყვნენ ებრაული პოლიციის წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0