პენიტენციური სამსახური: სააკაშვილს ყველაფერი წესრიგში აქვს

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2022
გამოწერა
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურების შესახებ უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ბოლო სასამართლო პროცესზე მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მკურნალობა არასათანადოდ მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, მას არ შეუძლია საკვების მიღება, აქვს მუდმივი სისუსტე და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ბრალდება სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ“, - ნათქამია განცხადებაში.
სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მომავალშიც იქნება მისი მოწამლვის მცდელობა, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ყველა საჭირო ზომას გამოიყენებს მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის მიზნით.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, სააკაშვილს უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია: ფსიქიატრი, დერმატოლოგი, უროლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი.
დანიშნული და ჩატარებულია შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში, აღნიშნულია განცხადებაში.
საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას უწოდებს უწყება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამსახური არ გასცემს მსჯავრდადებულ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციას. განვმარტავთ, დოკუმენტები არაერთხელ იყო გამოთხოვილი, როგორც მსჯავრდებულის უფლებადამცველების, ასევე, რამდენიმე ორგანიზაციის მიერ, რასაც მათ მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნაც ადასტურებს, აღნიშნულია განცხადებაში.
სააკაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა: ექს-პრეზიდენტმა 12 კილო დაიკლო>>>
პენიტენციური სამსახურის ცნობით, მსჯავრდადებული ექს-პრეზიდენტი შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებასა და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე. სააკაშვილს უფლება აქვს დღის მანძილზე სუფთა ჰაერზე არანაკლებ 1 საათი იმყოფებოდეს, თუმცა, თავად მსჯავრდადებული მისთვის მინიჭებული ამ უფლების გამოყენებაზეც უარს აცხადებს.
მსჯავრდადებულს პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში ჩატარებული აქვს მრავალი კლინიკა-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, მათ შორის, მიმდინარე წლის 6 მარტს სააკაშვილს არსებული რესპირატორული სიმპტომების გამო ჩაუტარდა PC- ტესტირება, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0