https://sputnik-georgia.com/20220422/meore-buster-doza-cxaize-266171933.html
ვისთვის არის მეორე ბუსტერ დოზის გაკეთება აუცილებელი - ივანე ჩხაიძის განმარტება
ვისთვის არის მეორე ბუსტერ დოზის გაკეთება აუცილებელი - ივანე ჩხაიძის განმარტება
Sputnik საქართველო
ჩხაიძის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ომიკრონის“ რამდენიმე ახალი ქვემუტაცია გამოჩნდა. 22.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-22T14:09+0400
2022-04-22T14:09+0400
2023-08-17T18:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261832897_105:192:1280:853_1920x0_80_0_0_67ff4465a65b7757786e78ecc6790a65.jpg
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. 50 წელს ზემოთ ადამიანებში მეოთხე აცრის, ანუ მეორე ბუსტერ დოზის აუცილებლობა ნათელია, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.მისი განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ომიკრონის“ რამდენიმე ახალი ქვემუტაცია გამოჩნდა, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება.მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს იმუზაციის საბჭო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის შემოღების საკითხის განხილვას გეგმავს.ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოსგან არ მიუღია რეკომენდაცია კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზასთან დაკავშირებით.თუ საბჭო რეკომენდაციას გასცემს, მაშინ ჩვენ სამინისტროს დონეზე გავივლით საკითხს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, აღნიშნა მაშინ აზარაშვილმა.ცერცვაძე: პანდემიის საბოლოო დაძლევა მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია>>მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი კლებისა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.876.960 აცრა.საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261832897_215:219:1060:853_1920x0_80_0_0_4020ddd82ce4f801e2c54d6f0ff86a74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, covid-19
ვისთვის არის მეორე ბუსტერ დოზის გაკეთება აუცილებელი - ივანე ჩხაიძის განმარტება
14:09 22.04.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ჩხაიძის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ომიკრონის“ რამდენიმე ახალი ქვემუტაცია გამოჩნდა.
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. 50 წელს ზემოთ ადამიანებში მეოთხე აცრის, ანუ მეორე ბუსტერ დოზის აუცილებლობა ნათელია, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
მისი განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ომიკრონის“ რამდენიმე ახალი ქვემუტაცია გამოჩნდა, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება.
„ჯერ ზეიმი ნამდვილად ადრეა, აუცილებელია ბუსტერ დოზის გაკეთება, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, პირველ რიგში ეს ეხება პაციენტებს დაქვეითებული იმუნური სისტემით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს იმუზაციის საბჭო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის შემოღების საკითხის განხილვას გეგმავს.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოსგან არ მიუღია რეკომენდაცია კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზასთან დაკავშირებით.
თუ საბჭო რეკომენდაციას გასცემს, მაშინ ჩვენ სამინისტროს დონეზე გავივლით საკითხს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, აღნიშნა მაშინ აზარაშვილმა.
მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი კლებისა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.
22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.876.960 აცრა.
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები.