https://sputnik-georgia.com/20220412/cercvadze-pandemiis-dazleva-vaqcinaciis-gareshe-sheuzlebelia-265920611.html
ცერცვაძე: პანდემიის საბოლოო დაძლევა მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია
ცერცვაძე: პანდემიის საბოლოო დაძლევა მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე კორონავირუსის ინფექციის საბოლოო დაძლევა და პანდემიის დასრულებულად გამოცხადება შეუძლებელია... 12.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-12T14:18+0400
2022-04-12T14:18+0400
2023-08-17T18:16+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250279237_0:212:2048:1365_1920x0_80_0_0_a865d0ffef5a269e60663e1a303cc381.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე კორონავირუსის ინფექციის საბოლოო დაძლევა და პანდემიის დასრულებულად გამოცხადება შეუძლებელია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.ქვეყნის პირველი ინფექციონისტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდას, რომელიც ბოლო დღეებში საკმაოდ დაბალია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 2.865.985 აცრაა ჩატარებული. სრული (ორჯერადი) აცრა 1.258.718-მა ადამიანმა ჩაიტარა, „ბუსტერ-დოზა“ კი 241.322-მა პირმა.მიუხედავად ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლისა, ბოლო ორ კვირაში საქართველოში 1 მლნ მოსახლეზე ინფიცირებულთა გარდაცვალების შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის სრულად ვაქცინირებული ქვეყნების უმეტესობაში, აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყანაში პირველი ტაბლეტირებული ანტივირუსული მედიკამენტის „პაქსლოვიდის“ შემოტანა.„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, ვინც ეს გააკეთა. ამდენად, დღეს ჩვენი ექიმების განკარგულებაშია COVID-პაციენტების პროაქტიური მართვისთვის აუცილებელი საუკეთესო მედიკამენტების სრული პაკეტი“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.მისი განცხადებით, კოვიდ-კლინიკების 100-ზე მეტმა და ონლაინ-კლინიკების 200-მდე ექიმმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დღეს ექიმს პაციენტების მკურნალობისას სამი არჩევანი აქვს.ღარიბაშვილი: საქართველოში კორონავირუსი პრაქტიკულად დამარცხებულია>>>პირველ შემთხვევაში მათ შეუძლიათ 65 წლამდე ასაკის უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები, რომელთაც არ აქვთ დაავადების დამძიმების რისკები (თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვ.), დატოვონ ბინაზე დაკვირვების ქვეშ და საჭირო შემთხვევაში დაუნიშნონ მხოლოდ სიმპტომური თერაპია.მეორე შემთხვევაში ექიმებს შეუძლიათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ არიან 65 წელს ზემოთ ასაკის და აქვთ დაავადების დამძიმების რისკები (თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვ.), დაუნიშნონ „პაქსლოვიდის“ აბებით მკურნალობა ბინაზე. მედიკამენტის ბინაზე მიწოდება ხდება ექიმის მიერ.როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ავადმყოფების ადრეულ სტადიაზე სწორი მართვის შემთხვევაში შესაძლებელია მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ავადმყოფის დამძიმება, რეანიმაციაში მოხვედრა და ლეტალობა.მესამე შემთხვევაში პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია, რაც შეიძლება დროულად (არაუგვიანეს სიმპტომების გამოვლენიდან 8-10 დღისა) უნდა იყვნენ ჰოსპიტალიზებული. მათ უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა პრეპარატ „რემდესივირით“ და ყველა სხვა საჭირო მედიკამენტებით, აღნიშნა ცერცვაძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250279237_339:261:1541:1163_1920x0_80_0_0_e95164237427f71736a9eb399b47e2bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე კორონავირუსის ინფექციის საბოლოო დაძლევა და პანდემიის დასრულებულად გამოცხადება შეუძლებელია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ქვეყნის პირველი ინფექციონისტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდას, რომელიც ბოლო დღეებში საკმაოდ დაბალია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 2.865.985 აცრაა ჩატარებული. სრული (ორჯერადი) აცრა 1.258.718-მა ადამიანმა ჩაიტარა, „ბუსტერ-დოზა“ კი 241.322-მა პირმა.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე კოვიდ-პანდემიის დაძლევა შეუძლებელია, შესაბამისად, ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – დაწერა თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში.
მიუხედავად ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლისა, ბოლო ორ კვირაში საქართველოში 1 მლნ მოსახლეზე ინფიცირებულთა გარდაცვალების შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის სრულად ვაქცინირებული ქვეყნების უმეტესობაში, აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყანაში პირველი ტაბლეტირებული ანტივირუსული მედიკამენტის „პაქსლოვიდის“ შემოტანა.
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, ვინც ეს გააკეთა. ამდენად, დღეს ჩვენი ექიმების განკარგულებაშია COVID-პაციენტების პროაქტიური მართვისთვის აუცილებელი საუკეთესო მედიკამენტების სრული პაკეტი“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.
მისი განცხადებით, კოვიდ-კლინიკების 100-ზე მეტმა და ონლაინ-კლინიკების 200-მდე ექიმმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დღეს ექიმს პაციენტების მკურნალობისას სამი არჩევანი აქვს.
პირველ შემთხვევაში მათ შეუძლიათ 65 წლამდე ასაკის უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები, რომელთაც არ აქვთ დაავადების დამძიმების რისკები (თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვ.), დატოვონ ბინაზე დაკვირვების ქვეშ და საჭირო შემთხვევაში დაუნიშნონ მხოლოდ სიმპტომური თერაპია.
მეორე შემთხვევაში ექიმებს შეუძლიათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ არიან 65 წელს ზემოთ ასაკის და აქვთ დაავადების დამძიმების რისკები (თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვ.), დაუნიშნონ „პაქსლოვიდის“ აბებით მკურნალობა ბინაზე. მედიკამენტის ბინაზე მიწოდება ხდება ექიმის მიერ.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ავადმყოფების ადრეულ სტადიაზე სწორი მართვის შემთხვევაში შესაძლებელია მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ავადმყოფის დამძიმება, რეანიმაციაში მოხვედრა და ლეტალობა.
მესამე შემთხვევაში პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია, რაც შეიძლება დროულად (არაუგვიანეს სიმპტომების გამოვლენიდან 8-10 დღისა) უნდა იყვნენ ჰოსპიტალიზებული. მათ უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა პრეპარატ „რემდესივირით“ და ყველა სხვა საჭირო მედიკამენტებით, აღნიშნა ცერცვაძემ.