Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ღარიბაშვილი: საქართველოში კორონავირუსი პრაქტიკულად დამარცხებულია

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
გამოწერა
პრემიერის თქმით, მთავრობა და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო პროცესს სწორად მართავენ.
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსი, პრაქტიკულად, დამარცხებულია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იანვარი–თებერვლის დასაწყისში საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძოდა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო. ბოლო დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 300-ს არ აჭარბებს.

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კორონავირუსი, პრაქტიკულად, თითქმის დამარცხებულია. დღეს ასეა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი სიტუაცია გვაქვს. მაგალითად, დღეს ვირუსის 107 ახალი შემთხვევა იყო, რაც, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა ასევე უპასუხა იმ სკეპტიკოსებს, რომლებიც მას თავის დროზე „მწვანე პასპორტების“ გაუქმების გამო აკრიტიკებდნენ.
„სულ რაღაც ორ თვეში ჩვენ ვნახეთ, რომ მინისტრი, მთავრობა, საკოორდინაციო საბჭო სწორად მართავენ პროცესს, ამიტომაც სიტუაცია დასტაბილურდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამოვლენიდან დღემდე სულ დაფიქსირდა ინფიცირების 1.651.577 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1.631.715 ადამიანი, გარდაიცვალა 16.777 პირი.
ყველა ახალი ამბავი
0