https://sputnik-georgia.com/20220422/kobaxidzem-qartuli-ocnebis-mtavari-gamowvevebi-daasaxela-266179601.html
კობახიძემ „ქართული ოცნების" მთავარი გამოწვევები დაასახელა
კობახიძემ „ქართული ოცნების" მთავარი გამოწვევები დაასახელა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სიღარიბესთან ბრძოლა და მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებაა. 22.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-22T19:25+0400
2022-04-22T19:25+0400
2022-04-22T21:53+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250305328_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_0fb5d93d5d1d2b9ea1d10119037185df.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.ხუთშაბათს 10 წელი შესრულდა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაარსებიდან, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კიდევ ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციაში ხელისუფლებაში მოვიდა. სწორედ 2012 წელს დასრულდა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა.მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა გუნდის კონსოლიდაციაა.რაც შეეხება ქვეყნის განვითარების კუთხით მთავარ გამოწვევებს, კობახიძემ დაასახელა სიღარიბესთან ბრძოლა, მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლება.„ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ვფიქრობთ, რომ მიმართულება სწორია. მთავარია, რომ სწორი ტენდენციით გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება და სწორად ვიმუშავოთ შემდეგი წლების განმავლობაში“, – აღნიშნა კობახიძემ.საქართველოს მმართველი პარტია NDI-ს გამოკითხვას არ ენდობა>>>მისი თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.„ვფიქრობ, ამ კუთხით შეიძლება ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდეს ამ გლობალური ტენდენციების ფონზე და ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250305328_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_58eb0741fce819383505e277a9f39c55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძემ „ქართული ოცნების" მთავარი გამოწვევები დაასახელა
19:25 22.04.2022 (განახლებულია: 21:53 22.04.2022) მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სიღარიბესთან ბრძოლა და მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებაა.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.
ხუთშაბათს 10 წელი შესრულდა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაარსებიდან, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კიდევ ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციაში ხელისუფლებაში მოვიდა. სწორედ 2012 წელს დასრულდა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა.
„ჩვენი პარტიული გამოწვევაა ძლიერი გუნდისა და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ლიდერების რგოლი, არამედ ნებისმიერი რგოლი, რომელთანაც დაკავშირებულია პარტიის საქმიანობა. ეს არის საპარლამენტო უმრავლესობა, სამთავრობო გუნდი, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში ჩვენი წარმომადგენლობა“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა გუნდის კონსოლიდაციაა.
რაც შეეხება ქვეყნის განვითარების კუთხით მთავარ გამოწვევებს, კობახიძემ დაასახელა სიღარიბესთან ბრძოლა, მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლება.
„ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ვფიქრობთ, რომ მიმართულება სწორია. მთავარია, რომ სწორი ტენდენციით გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება და სწორად ვიმუშავოთ შემდეგი წლების განმავლობაში“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„ვფიქრობ, ამ კუთხით შეიძლება ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდეს ამ გლობალური ტენდენციების ფონზე და ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.