https://sputnik-georgia.com/20220422/boreli-evropis-zogi-qveyaa-rusuli-energomatareblebis-akrzalvaze-vetos-dadebit-imuqreba-266168648.html
ბორელი: ზოგი ქვეყანა რუსული ენერგომატარებლების აკრძალვაზე ვეტოს დადებით იმუქრება
ბორელი: ზოგი ქვეყანა რუსული ენერგომატარებლების აკრძალვაზე ვეტოს დადებით იმუქრება
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ევროკავშირი ჯერჯერობით არ აპირებს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე ცენტრალიზებული აკრძალვის დაწესებას, ვინაიდან ევროკავშირის... 22.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-22T11:30+0400
2022-04-22T11:30+0400
2022-04-22T17:40+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
რუსეთი
მსოფლიოში
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საერთაშორისო პანორამა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/05/251372644_0:0:3435:1933_1920x0_80_0_0_18983c2902269b1bd7dda4117dae40ec.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ევროკავშირი ჯერჯერობით არ აპირებს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე ცენტრალიზებული აკრძალვის დაწესებას, ვინაიდან ევროკავშირის ზოგი ქვეყანა აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების დაბლოკვით იმუქრება, განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.ამასთან ბორელმა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა, Le Figaro-ს ცნობით, რუსულ ენერგორესურსებზე სრულ უარს გერმანია, ავსტრია და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან, პოლონეთი და საფრანგეთი კი მხარს უჭერენ.ბორელის განმარტებით, ამჟამად ევროკავშირის ქვეყნები ნებაყოფლობით საფუძველზე თანდათან ამცირებენ რუსული ნავთობის იმპორტს.ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროპელებს, ასე თუ ისე, მაინც მოუწევთ უარი თქვან რუსულ ენერგომატარებლებზე, რადგან ეს არის „ავტონომიურობის აგების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი“.დასავლეთის ქვეყნები განაგრძობენ რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობების განხილვას. შეერთებულმა შტატებმა მანამდე შესაბამისი კანონი დაამტკიცა, ევროკავშირი კი ჯერჯერობით ისევ განიხილავს ამ ზომას, რადგან კავშირის წევრებს შორის უთანხმოებაა. რუსული ენერგომატარებლების აკრძალვა სწორედ ამიტომ არ შევიდა ევროკავშირის სანქციების მეხუთე, ამ დროისათვის ბოლო პაკეტში.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/05/251372644_265:0:2996:2048_1920x0_80_0_0_d2a453139a0103b14f7f9b1009b7b95a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ევროკავშირი , რუსეთი, მსოფლიოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო პანორამა
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ევროკავშირი ჯერჯერობით არ აპირებს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე ცენტრალიზებული აკრძალვის დაწესებას, ვინაიდან ევროკავშირის ზოგი ქვეყანა აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების დაბლოკვით იმუქრება, განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.
„ეს ძალიან რთული იქნება, რადგან ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა, რომ ისინი ვეტოს დაადებენ ნებისმიერ კოლექტიურ გადაწყვეტილებას“, — თქვა მან.
ამასთან ბორელმა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა, Le Figaro-ს ცნობით, რუსულ ენერგორესურსებზე სრულ უარს გერმანია, ავსტრია და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან, პოლონეთი და საფრანგეთი კი მხარს უჭერენ.
ბორელის განმარტებით, ამჟამად ევროკავშირის ქვეყნები ნებაყოფლობით საფუძველზე თანდათან ამცირებენ რუსული ნავთობის იმპორტს.
ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროპელებს, ასე თუ ისე, მაინც მოუწევთ უარი თქვან რუსულ ენერგომატარებლებზე, რადგან ეს არის „ავტონომიურობის აგების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი“.
დასავლეთის ქვეყნები განაგრძობენ რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობების განხილვას. შეერთებულმა შტატებმა მანამდე შესაბამისი კანონი დაამტკიცა, ევროკავშირი კი ჯერჯერობით ისევ განიხილავს ამ ზომას, რადგან კავშირის წევრებს შორის უთანხმოებაა. რუსული ენერგომატარებლების აკრძალვა სწორედ ამიტომ არ შევიდა ევროკავშირის სანქციების მეხუთე, ამ დროისათვის ბოლო პაკეტში.