https://sputnik-georgia.com/20220422/bienaleze-saqartvelos-pavilioni-ixsneba-266176464.html
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი იხსნება
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი იხსნება
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში პირველად იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისთვის. 22.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-22T17:41+0400
2022-04-22T17:41+0400
2022-04-22T20:39+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264484693_0:0:3113:1751_1920x0_80_0_0_096f4ed2c88f82c128e50b0d3e78f644.jpg
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე დღეს ქართული ეროვნული პავილიონი იხსნება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოფენაზე საქართველოდან წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის „მდგომარეობებს შორის“ მიერ შექმნილი პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე".„მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისელი მხატვრების მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია. იგი მულტიმედიური პროექტია, რომელიც მოგვითხრობს დასასრულის წინათგრძნობაზე და მასშტაბური ვიდეოინსტალაციისა და VR (ვირტუალური რეალობის) გამოცდილების საშუალებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის რეალიზმში იწვევს. მთავარი გმირი გადაშენებული მცენარეების ბაღია, რომელიც ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ მცენარეებს აერთიანებს.ვინ გაემგზავრება ვენეციის ბიენალეზე: კონკურსის შედეგები>>>გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ პავილიონში იმუშავებს არტ-რეზიდენცია ქართველი ახალგაზრდებისთვის. მანამდე კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდა არტისტების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში ხუთი მონაწილე გამოვლინდა: მარიამ ჩირგაძე, ნანა გოგოლაშვილი, ეკატერინე ყარსელაშვილი, ელიზაბეტ ალფაიძე და მარიამ შერგელაშვილი.სამინისტრო აანაზღაურებს გამარჯვებულთა მგზავრობის, ცხოვრებისა და ყოველდღიურ ხარჯებს. უწყებამ უკვე დადო ხელშეკრულება საცხოვრებლის იჯარის შესახებ ვენეციაში 13 აპრილიდან 30 ნოემბრამდე ჩათვლით პერიოდზე.ვენეციის საერთაშორისო ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა. 59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა „რძე სიზმრებისა“, სახელწოდება სიურრეალისტი მხატვრის ლეონორა კერინგტონის (1917-2011) ამავე სახელწოდების წიგნიდანაა აღებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264484693_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_1e6f4ce15bbaf81b29f5b64681ed375d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი იხსნება
17:41 22.04.2022 (განახლებულია: 20:39 22.04.2022) საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში პირველად იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისთვის.
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე დღეს ქართული ეროვნული პავილიონი იხსნება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენაზე საქართველოდან წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის „მდგომარეობებს შორის“ მიერ შექმნილი პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე".
„მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისელი მხატვრების მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია. იგი მულტიმედიური პროექტია, რომელიც მოგვითხრობს დასასრულის წინათგრძნობაზე და მასშტაბური ვიდეოინსტალაციისა და VR (ვირტუალური რეალობის) გამოცდილების საშუალებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის რეალიზმში იწვევს. მთავარი გმირი გადაშენებული მცენარეების ბაღია, რომელიც ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ მცენარეებს აერთიანებს.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ პავილიონში იმუშავებს არტ-რეზიდენცია ქართველი ახალგაზრდებისთვის. მანამდე კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდა არტისტების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში ხუთი მონაწილე გამოვლინდა: მარიამ ჩირგაძე, ნანა გოგოლაშვილი, ეკატერინე ყარსელაშვილი, ელიზაბეტ ალფაიძე და მარიამ შერგელაშვილი.
სამინისტრო აანაზღაურებს გამარჯვებულთა მგზავრობის, ცხოვრებისა და ყოველდღიურ ხარჯებს. უწყებამ უკვე დადო ხელშეკრულება საცხოვრებლის იჯარის შესახებ ვენეციაში 13 აპრილიდან 30 ნოემბრამდე ჩათვლით პერიოდზე.
ვენეციის საერთაშორისო ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა. 59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა „რძე სიზმრებისა“, სახელწოდება სიურრეალისტი მხატვრის ლეონორა კერინგტონის (1917-2011) ამავე სახელწოდების წიგნიდანაა აღებული.