https://sputnik-georgia.com/20220331/veneciis-bienale-konkursis-sedegebi-265653769.html
ვინ გაემგზავრება ვენეციის ბიენალეზე: კონკურსის შედეგები
ვინ გაემგზავრება ვენეციის ბიენალეზე: კონკურსის შედეგები
Sputnik საქართველო
კონკურსის შედეგად შეირჩა ხუთი ახალგაზრდა და მათთან გაფორმდა ხელშეკრულება. 31.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-31T18:53+0400
2022-03-31T18:53+0400
2023-08-17T19:46+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264484606_539:652:3021:2048_1920x0_80_0_0_aad371da1276a7bc304633888af2cfab.jpg
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. გამოვლინდა ვენეციის ბიენალეს ფარგლებში სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების ვინაობა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა — ვენეციის ბიენალე 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. გამოფენის კურატორია სესილია ალემანი, ხოლო ბიენალეს ქართველი კომისარია მაგდა გურული. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა „რძე სიზმრებისა“ (The Milk of Dreams), სახელწოდება სიურრეალისტი მხატვრის ლეონორა კერინგტონის (1917-2011) ამავე სახელწოდების წიგნიდანაა აღებული.წელს ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში პირველად იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისთვის. კონკურსის შედეგად შეირჩა ხუთი ახალგაზრდა და მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თითოეული მათგანი ვალდებულია ვენეციაში დაჰყოს ერთი თვე (30-35 დღე).გამარჯვებული ახალგაზრდები არიან:სამინისტროს უკვე დადო ხელშეკრულება საცხოვრებელის იჯარის შესახებ ვენეციაში 13 აპრილიდან 30 ნოემბრამდე ჩათვლით პერიოდზე.საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი 7 მარტს გამოაცხადა.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო პირს, რომელსაც 2022 წლის 21 მარტამდე არ შესრულებია 30 წელი და რომელიც სწავლობს ან მუშაობს ხელოვნების სფეროში. კონკურსის მონაწილისთვის სასურველი იყო სახელოვნებო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება, ასევე უცხო ქვეყანაში დამოუკიდებელი ცხოვრების გარკვეული გამოცდილება. ახალგაზრდა უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებით.ვენეციის საერთაშორისო ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264484606_877:636:2760:2048_1920x0_80_0_0_b42ac97934bdd71ae17fd33430832298.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
ვინ გაემგზავრება ვენეციის ბიენალეზე: კონკურსის შედეგები
18:53 31.03.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) კონკურსის შედეგად შეირჩა ხუთი ახალგაზრდა და მათთან გაფორმდა ხელშეკრულება.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. გამოვლინდა ვენეციის ბიენალეს ფარგლებში სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების ვინაობა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.
59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა — ვენეციის ბიენალე 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. გამოფენის კურატორია სესილია ალემანი, ხოლო ბიენალეს ქართველი კომისარია მაგდა გურული.
წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა „რძე სიზმრებისა“ (The Milk of Dreams), სახელწოდება სიურრეალისტი მხატვრის ლეონორა კერინგტონის (1917-2011) ამავე სახელწოდების წიგნიდანაა აღებული.
წელს ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში პირველად იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისთვის. კონკურსის შედეგად შეირჩა ხუთი ახალგაზრდა და მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თითოეული მათგანი ვალდებულია ვენეციაში დაჰყოს ერთი თვე (30-35 დღე).
გამარჯვებული ახალგაზრდები არიან:
მარიამ ჩირგაძე - ხელოვნებათმცოდნე, გამოფენების კურატორი; ნანა გოგოლაშვილი - თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის, კულტურის მედიაციის სამსახურის Art Session-ის წევრი; ეკატერინე ყარსელიშვილი - თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ხელოვნებათმცოდნე; ელისაბედ ალფაიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო თეორიისა და პრაქტიკის კვლევების მაგისტრანტი, გამოფენების კურატორი; მარიამ შერგელაშვილი - სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო კურატორი. სამინისტროს უკვე დადო ხელშეკრულება საცხოვრებელის იჯარის შესახებ ვენეციაში 13 აპრილიდან 30 ნოემბრამდე ჩათვლით პერიოდზე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი 7 მარტს გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო პირს, რომელსაც 2022 წლის 21 მარტამდე არ შესრულებია 30 წელი და რომელიც სწავლობს ან მუშაობს ხელოვნების სფეროში. კონკურსის მონაწილისთვის სასურველი იყო სახელოვნებო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება, ასევე უცხო ქვეყანაში დამოუკიდებელი ცხოვრების გარკვეული გამოცდილება. ახალგაზრდა უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებით.
ვენეციის საერთაშორისო ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა.