„სოფლად სახლი“ - გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სახლს შეუძენენ

© courtesy of Tusheti Protected Areasთუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფელში სახლს კიდევ 800-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდის, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წლიდან მოქმედებს. ამ პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახი თავად ირჩევს სახლს ნებისმიერი რეგიონის სოფელში, ხოლო სახელმწიფო ამ სახლის შესაძენად გარკვეულ თანხას გამოყოფს. თანხა ოჯახის სულადობაზეა დამოკიდებული.
ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში 6 თვის განმავლობაში თავად დევნილები შეარჩევენ.
სახლის მაკეტი და გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
საქართველოში მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში ბინას 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის, იხილეთ ბმულზე.
ამჟამად ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 3 ათასი ლარი ემატება. შესაბამისად, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს 40 ათას ლარად შეუსყიდის.
მთავრობას დადებული აქვს პირობა, რომ 2022-2024 წლებში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 6 ათასამდე ოჯახი განსახლდება.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0