საქართველოში მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში ბინას 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს

© photo: Sputnik / Nina Zotinaსახლის მაკეტი და გასაღები
სახლის მაკეტი და გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი, რომლებიც დღემდე საკუთარი საცხოვრებელი ფართის გარეშე არიან, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. მომდევნო სამი–ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 13 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიმართულებით გამოწვევა უზარმაზარია, რადგან საკუთარი საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ უამრავი იძულებით გადაადგილებული რჩება.

„ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13.000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს მომდევნო 3-4 წელიწადში ბინებს. ნაწილს დაუკანონდება, ნაწილს „სოფლად სახლის“ ფარგლებში გადაეცემა ბინები, ხოლო 7.000 დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების კორპუსები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, დევნილებს გადაეცემათ ბინები სრული რემონტით. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს ქუთაისში დასრულდება 700 ბინის მშენებლობა, რომლებიც იძულებით გადაადგილებულებს შემოდგომაზე გადაეცემათ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გაზაფხულზე თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იწყება. ესაა მასშტაბური პროექტი, რომელიც 3–4 წელიწადში დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0