https://sputnik-georgia.com/20220421/saba-lobjanize-sheizleba-turqul-gundshi-gadavides-266153970.html
საბა ლობჟანიძე თურქულ გრანდში - ქართველმა შესაძლოა ზაფხულში კლუბი გამოიცვალოს
საბა ლობჟანიძე თურქულ გრანდში - ქართველმა შესაძლოა ზაფხულში კლუბი გამოიცვალოს
Sputnik საქართველო
„ფენერბახჩე“ ზაფხულში მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს, თურქული კლუბის ხელმძღვანელობამ 11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია. 21.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-21T17:37+0400
2022-04-21T17:37+0400
2022-04-21T20:46+0400
საქართველო
სპორტი
თურქეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260639811_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_6a087ccc50e788612d6888631c1fc30d.jpg
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრების შემტევი გარემარბი საბა ლობჟანიძე მომავალი სეზონიდან, შესაძლოა, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ფენერბახჩეს“ შეუერთდეს, იუწყება თურქული გამოცემა Aspor-ი.გავრცელებული ინფორმაციით, „ფენერბახჩეს“ მესვეურებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კლუბის გასაძლიერებლად 11 კანდიდატი შეარჩიეს, აღნიშნულ სიაში კი „ჰატაისპორის“ 27 წლის ქართველი ლეგიონერიც მოხვდა.ერთ-ერთი უდიდესი თურქული კლუბის ინტერესებში 4 მცველი, 3 ნახევარმცველი და 4 შემტევი შედის, ფეხბურთელებს შორის კი ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულება სწორედ ქართველ მოთამაშეს აქვს.საბა ლობჟანიძის ბოლოდროინდელი სტატისტიკიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ქართველი ფეხბურთელი „ფენერბახჩეს“ ინტერესთა სფეროში მოექცა. ლობჟანიძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 8 გატანილი გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.საბა ლობჟანიძე თურქეთის ჩემპიონატში მესამე სეზონს ატარებს. პირველი ორი წელი საბამ „ანკარაგუჯუში“ ითამაშა, 2021 წლის ზაფხულში კი „ჰატაისპორს“ შეუერთდა. ქართველ შემტევს ეროვნულ ნაკრებში 28 მატჩი აქვს ჩატარებული რა დროსაც 3 გოლის გატანა და ერთი ასისტის შესრულება მოახერხა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260639811_0:299:2332:2048_1920x0_80_0_0_3826ea1e9d02a708e499ade834772d50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, თურქეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, თურქეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საბა ლობჟანიძე თურქულ გრანდში - ქართველმა შესაძლოა ზაფხულში კლუბი გამოიცვალოს
17:37 21.04.2022 (განახლებულია: 20:46 21.04.2022) „ფენერბახჩე“ ზაფხულში მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს, თურქული კლუბის ხელმძღვანელობამ 11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრების შემტევი გარემარბი საბა ლობჟანიძე მომავალი სეზონიდან, შესაძლოა, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ფენერბახჩეს“ შეუერთდეს, იუწყება თურქული გამოცემა Aspor-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, „ფენერბახჩეს“ მესვეურებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კლუბის გასაძლიერებლად 11 კანდიდატი შეარჩიეს, აღნიშნულ სიაში კი „ჰატაისპორის“ 27 წლის ქართველი ლეგიონერიც მოხვდა.
ერთ-ერთი უდიდესი თურქული კლუბის ინტერესებში 4 მცველი, 3 ნახევარმცველი და 4 შემტევი შედის, ფეხბურთელებს შორის კი ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულება სწორედ ქართველ მოთამაშეს აქვს.
საბა ლობჟანიძის ბოლოდროინდელი სტატისტიკიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ქართველი ფეხბურთელი „ფენერბახჩეს“ ინტერესთა სფეროში მოექცა. ლობჟანიძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 8 გატანილი გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
საბა ლობჟანიძე თურქეთის ჩემპიონატში მესამე სეზონს ატარებს. პირველი ორი წელი საბამ „ანკარაგუჯუში“ ითამაშა, 2021 წლის ზაფხულში კი „ჰატაისპორს“ შეუერთდა. ქართველ შემტევს ეროვნულ ნაკრებში 28 მატჩი აქვს ჩატარებული რა დროსაც 3 გოლის გატანა და ერთი ასისტის შესრულება მოახერხა.