რესტორანში კონფლიქტი ოთხი პირის დაჭრით დასრულდა: რა მოხდა ლანჩხუთში

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
ბრალდებულს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ლანჩხუთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებით ცნობით, მიმდინარე წლის 20 აპრილს ბრალდებულმა ლანჩხუთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათგან ამჟამად კლინიკაში მხოლოდ ერთი რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
შსს-ს ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0