გერმანული ავიაკომპანია ფრანკფურტიდან თბილისში იფრენს

© Pixabay / bottleinხედი თვითმფრინავიდან
ხედი თვითმფრინავიდან - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული გადამყვანი შემოდის, რომლის ავიაპარკი 50-ზე მეტ საჰაერო ხომალდს ითვლის.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. გერმანული ავიაკომპანია Condor-ი 1 მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის თანახმად, ფრანკფურტი–თბილისი–ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ფრენები 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Condor-ს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიანიჭა.
1955 წელს დაფუძნებული ავიაკომპანია Condor-ი დღეისათვის მსოფლიოს 90-მდე მიმართულებით ოპერირებს. გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული გადამყვანის ავიაპარკი 50-ზე მეტ საჰაერო ხომალდს ითვლის.
ყველა ახალი ამბავი
0