https://sputnik-georgia.com/20220420/rvinis-turis-fargolebsi-saqartvelos-belgiidan-jgufi-ewvia-266085150.html
ღვინის ტურის ფარგლებში საქართველოს ბელგიიდან 17-კაციანი ჯგუფი ესტუმრა
ღვინის ტურის ფარგლებში საქართველოს ბელგიიდან 17-კაციანი ჯგუფი ესტუმრა
Sputnik საქართველო
ბელგიელი ბლოგერები, ჟურნალისტები და სომელიეები ქართულ ღვინოზე სტატიებს მოამზადებენ. 20.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-20T09:41+0400
2022-04-20T09:41+0400
2022-04-20T13:46+0400
ქართული ღვინო
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ბელგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_ce86d8b13935c3b9efeb7b13454a5fce.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ბელგიური მედიის წარმომადგენლები და სომელიეები საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს ბელგიიდან 17-კაციანი ჯგუფი ეწვია. ღვინის ტურის ფარგლებში ბელგიიდან ჩამოსულ ცნობილ ბლოგერებს, ჟურნალისტებსა და ღვინის ექსპერტებს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა.ბელგიელმა ბლოგერებმა, ჟურნალისტებმა და სომელიეებმა თბილისის ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს, მოინახულეს მცხეთა, ესტუმრნენ კახეთს, სადაც შალაურის, რუისპირის, ალავერდის მარნები დაათვალიერეს. ღვინის ტურის მონაწილეები გაემგზავრნენ სამცხე-ჯავახეთში, მოინახულეს ახალციხე, ჭობარეთი, ვარძია, უდე, ბორჯომი, ტაშისკარი, ხოლო შიდა ქართლში – სოფელი ატენი.ბოლნისური ღვინო პოლონეთში ექსპორტზე გავა>>რეგიონებში ბელგიური მედიის წარმომადგენლები და ღვინის ექსპერტები ადგილობრივი ღვინისა და კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.მისი თქმით, ის საქართველოში პირველად იმყოფება, დაინტერესებულია ქართული ტრადიციული ღვინის შესწავლით. ის ბელგიაში ასწავლის, რომ საქართველო ღვინის წარმოების პირველი ქვეყანაა და ამაში საქართველოში სტუმრობის დროსაც დარწმუნდა.„საქართველო ძალიან კარგი ტურისტული მიმართულებაა, სტუმართმოყვარე ხალხითა და შთამბეჭდავი ღვინით. საქართველოში მოგზაურობა მოსახერხებელია როგორც ლაშქრობის, ასევე ღვინის დაგემოვნების მიზნით. ძალიან ბევრი ადგილი მოვინახულეთ, გავეცანით კულტურულ მემკვიდრეობას, გავსინჯეთ ღვინო და ვაპირებ ყველას გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები, ვინც საქართველოში მოგზაურობას გეგმავს“, – განაცხადა სომელიემ და ბლოგერმა პიტერ ბილცმა.Süddeutsche Zeitung მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს>>ტურის დასრულების შემდეგ ბელგიელი ჟურნალისტები და ბლოგერები ქართული ღვინისა და კერძების შესახებ სოციალურ ქსელებში ფოტო- და ვიდეობლოგებს, ხოლო ბელგიურ და ნიდერლანდურ პრესაში Vino Magazine - De Morgen, PERSWIJN, De Standaard Knack Weekend სტატიებს გამოაქვეყნებენ, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი საქართველოს გასტრონომიული ტურისტული პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს ბელგიასა და ნიდერლანდში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების გაზრდას.
საქართველო
ბელგია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_235:0:2048:1360_1920x0_80_0_0_bdc2293ba81d7eb6260180f6dece6a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ღვინო, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ბელგია
ქართული ღვინო, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ბელგია
ღვინის ტურის ფარგლებში საქართველოს ბელგიიდან 17-კაციანი ჯგუფი ესტუმრა
09:41 20.04.2022 (განახლებულია: 13:46 20.04.2022) ბელგიელი ბლოგერები, ჟურნალისტები და სომელიეები ქართულ ღვინოზე სტატიებს მოამზადებენ.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ბელგიური მედიის წარმომადგენლები და სომელიეები საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ბელგიიდან 17-კაციანი ჯგუფი ეწვია. ღვინის ტურის ფარგლებში ბელგიიდან ჩამოსულ ცნობილ ბლოგერებს, ჟურნალისტებსა და ღვინის ექსპერტებს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა.
„ეს კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა ჩვენთვის ამ ტურისტული პროდუქტის სწორი პოზიციონირება გავაკეთოთ და გავზარდოთ როგორც მიზნობრივი ბაზრების არეალი, ასევე ვიზიტორთა რაოდენობა“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
ბელგიელმა ბლოგერებმა, ჟურნალისტებმა და სომელიეებმა თბილისის ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს, მოინახულეს მცხეთა, ესტუმრნენ კახეთს, სადაც შალაურის, რუისპირის, ალავერდის მარნები დაათვალიერეს. ღვინის ტურის მონაწილეები გაემგზავრნენ სამცხე-ჯავახეთში, მოინახულეს ახალციხე, ჭობარეთი, ვარძია, უდე, ბორჯომი, ტაშისკარი, ხოლო შიდა ქართლში – სოფელი ატენი.
რეგიონებში ბელგიური მედიის წარმომადგენლები და ღვინის ექსპერტები ადგილობრივი ღვინისა და კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.
„საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს ევროპაში არ იყენებენ. ვფიქრობ, საქართველოს ევროპაში ღვინის ექსპორტის კარგი პოტენციალი აქვს, ასევე რომ იქცეს ღვინის ტურიზმის ძალიან კარგ მიმართულებად, რადგან ქართველი მეღვინეები მოტივირებული არიან, მათ დიდი გამოცდილება აქვთ, ეს მხოლოდ ღვინის მომზადება არ არის, მათგან მოდის დიდი ემოცია”, – აღნიშნა ბელგიის სომელიეთა გილდიის წარმომადგენელმა ლუკას დეფორჯმა.
მისი თქმით, ის საქართველოში პირველად იმყოფება, დაინტერესებულია ქართული ტრადიციული ღვინის შესწავლით. ის ბელგიაში ასწავლის, რომ საქართველო ღვინის წარმოების პირველი ქვეყანაა და ამაში საქართველოში სტუმრობის დროსაც დარწმუნდა.
„საქართველო ძალიან კარგი ტურისტული მიმართულებაა, სტუმართმოყვარე ხალხითა და შთამბეჭდავი ღვინით. საქართველოში მოგზაურობა მოსახერხებელია როგორც ლაშქრობის, ასევე ღვინის დაგემოვნების მიზნით. ძალიან ბევრი ადგილი მოვინახულეთ, გავეცანით კულტურულ მემკვიდრეობას, გავსინჯეთ ღვინო და ვაპირებ ყველას გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები, ვინც საქართველოში მოგზაურობას გეგმავს“, – განაცხადა სომელიემ და ბლოგერმა პიტერ ბილცმა.
ტურის დასრულების შემდეგ ბელგიელი ჟურნალისტები და ბლოგერები ქართული ღვინისა და კერძების შესახებ სოციალურ ქსელებში ფოტო- და ვიდეობლოგებს, ხოლო ბელგიურ და ნიდერლანდურ პრესაში Vino Magazine - De Morgen, PERSWIJN, De Standaard Knack Weekend სტატიებს გამოაქვეყნებენ, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი საქართველოს გასტრონომიული ტურისტული პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს ბელგიასა და ნიდერლანდში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების გაზრდას.