https://sputnik-georgia.com/20220412/sddeutsche-zeitung-mkitxvels-saqartvelosi-mogzaurobas-urcevs-265915515.html
Süddeutsche Zeitung მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
Süddeutsche Zeitung მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
Sputnik საქართველო
მაღალრეიტინგულ გერმანულ გაზეთში ქართული სუფრა, კერძები, კულტურა, პოლიფონიური მუსიკაა აღწერილი. 12.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-12T12:47+0400
2022-04-12T12:47+0400
2022-04-12T17:28+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899907_0:148:2048:1300_1920x0_80_0_0_e449e4740f38bdf56a31197a9a17763b.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, გამოცემის რედაქტორი ჯოანა პანდი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა.Süddeutsche Zeitung-ის სტატიაში ქართული სუფრა, კერძები, კულტურა, პოლიფონიური მუსიკაა აღწერილი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს.„ღვინო კულტურის ნაწილია. საქართველო მთელ მსოფლიოში ამაყობს ღვინის უძველესი წარმოებით. კულტივაცია 8 ათასი წლის წინ დაიწყო. მსოფლიოში საქართველოს ღვინის კულტურა ცნობილია ქვევრით, ღვინის შესანახი მიწისქვეშა ჭურჭლით“, – აღნიშნავს გამოცემის რედაქტორი.სტატიაში აღწერილია იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ადგილები, სამონასტრო კომპლექსები, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტები.„მშრალი ჰაერის გამო ბაკურიანში ფაფუკი თოვლია. მცირე კავკასიონის მთებში მდებარე ბაკურიანი ერთ-ერთ მთავარ სამთო კურორტად განვითარდა და წელს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, კურორტზე გაიმართა მსოფლიო თასის ეტაპი სკი-კროსში. ბაკურიანის ჩრდილოეთით კავკასიონის დიდი ქედის მწვერვალები მოჩანს, ხოლო სამხრეთით მცირე კავკასიონის ვულკანური მთებია“, – წერს ჯოანა პანდა.სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცხეთას, ძველ თბილისს, ქალაქის არქიტექტურას.Financial Times-ის ჟურნალისტი საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმზე სტატიას ამზადებს>>„აივნები როგორც თბილისის, ასევე მაღალმთიანი რეგიონების არქიტექტურული სიმბოლოა. ეს ის ადგილია, სადაც ზაფხულს ატარებენ. ფერადი აივნები ხის ელემენტებს შეიცავს. როგორც კი დათბება, აივნებზე სტუმრების მიღებას დაიწყებენ. საქართველოში სტუმარი ღვთისაა“, – წერს Süddeutsche Zeitung-ის რედაქტორი.სტატიის ბოლოში ავტორი მკითხველს ინფორმაციას აწვდის, თუ როგორ შეიძლება საქართველოში გამგზავრება, დაბინავება და კერძების გასინჯვა.გაზეთი Süddeutsche Zeitung მიუნხენში იბეჭდება. გამოცემას 1,28 მილიონი მკითხველი ჰყავს, ჟურნალის ონლაინ ვერსიას კი თვეში 13 მილიონი მომხმარებელი ეცნობა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899907_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_ef0a71faf233621d4fbaa4dd94f73df4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, გერმანია
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, გერმანია
Süddeutsche Zeitung მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
12:47 12.04.2022 (განახლებულია: 17:28 12.04.2022) მაღალრეიტინგულ გერმანულ გაზეთში ქართული სუფრა, კერძები, კულტურა, პოლიფონიური მუსიკაა აღწერილი.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოცემის რედაქტორი ჯოანა პანდი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა.
„საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია, ეს არის კავკასიაში მდებარე თითქმის ბავარიის ზომის ქვეყანა, 3,7 მილიონი მოსახლეობით. წელს საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB Berlin პარტნიორი ქვეყანა იყო კულტურული მიმართულებით, ხოლო 2023 წელს გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნულია სტატიაში.
Süddeutsche Zeitung-ის სტატიაში ქართული სუფრა, კერძები, კულტურა, პოლიფონიური მუსიკაა აღწერილი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს.
„ღვინო კულტურის ნაწილია. საქართველო მთელ მსოფლიოში ამაყობს ღვინის უძველესი წარმოებით. კულტივაცია 8 ათასი წლის წინ დაიწყო. მსოფლიოში საქართველოს ღვინის კულტურა ცნობილია ქვევრით, ღვინის შესანახი მიწისქვეშა ჭურჭლით“, – აღნიშნავს გამოცემის რედაქტორი.
სტატიაში აღწერილია იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ადგილები, სამონასტრო კომპლექსები, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტები.
„მშრალი ჰაერის გამო ბაკურიანში ფაფუკი თოვლია. მცირე კავკასიონის მთებში მდებარე ბაკურიანი ერთ-ერთ მთავარ სამთო კურორტად განვითარდა და წელს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, კურორტზე გაიმართა მსოფლიო თასის ეტაპი სკი-კროსში. ბაკურიანის ჩრდილოეთით კავკასიონის დიდი ქედის მწვერვალები მოჩანს, ხოლო სამხრეთით მცირე კავკასიონის ვულკანური მთებია“, – წერს ჯოანა პანდა.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცხეთას, ძველ თბილისს, ქალაქის არქიტექტურას.
„აივნები როგორც თბილისის, ასევე მაღალმთიანი რეგიონების არქიტექტურული სიმბოლოა. ეს ის ადგილია, სადაც ზაფხულს ატარებენ. ფერადი აივნები ხის ელემენტებს შეიცავს. როგორც კი დათბება, აივნებზე სტუმრების მიღებას დაიწყებენ. საქართველოში სტუმარი ღვთისაა“, – წერს Süddeutsche Zeitung-ის რედაქტორი.
სტატიის ბოლოში ავტორი მკითხველს ინფორმაციას აწვდის, თუ როგორ შეიძლება საქართველოში გამგზავრება, დაბინავება და კერძების გასინჯვა.
გაზეთი Süddeutsche Zeitung მიუნხენში იბეჭდება. გამოცემას 1,28 მილიონი მკითხველი ჰყავს, ჟურნალის ონლაინ ვერსიას კი თვეში 13 მილიონი მომხმარებელი ეცნობა.