https://sputnik-georgia.com/20220420/rusetma-fineti-dasvedeti-gaafrtxila-266114657.html
ნატოში შესვლის შედეგები: რუსეთმა ფინეთი და შვედეთი გააფრთხილა
ნატოში შესვლის შედეგები: რუსეთმა ფინეთი და შვედეთი გააფრთხილა
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. რუსეთმა ორმხრივი არხებით გააფრთხილა ფინეთი და შვედეთი მათი ნატოში შესვლის შედეგების შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა... 20.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-20T13:43+0400
2022-04-20T13:43+0400
2023-07-20T15:44+0400
ფინეთი
შვედეთი
ნატო
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0c/262797458_0:211:2891:1837_1920x0_80_0_0_91a6342a7ee16880642b6d25250128e7.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. რუსეთმა ორმხრივი არხებით გააფრთხილა ფინეთი და შვედეთი მათი ნატოში შესვლის შედეგების შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა გააცნობიერონ ნატოში შესაძლო შესვლის შედეგები რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში და ასევე ისიც, თუ როგორ იმოქმედებს ეს ევროპის უსაფრთხოების სისტემაზე.მანამდე გამოცემა Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებას უკვე მიმდინარე ზაფხულს აპირებენ. არსებული ცნობით, ჰელსინკი პირველი წარადგენს ივნისში ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადს, რასაც შვედეთის განაცხადიც მოჰყვება.ფინეთი და შვედეთი აქამდე ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებდნენ. ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვა ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ ამოქმედების შემდეგ დაიწყეს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო შეძლებს შედარებით სწრაფად მიიღოს ფინეთი და შვედეთი სამხედრო ბლოკში.
ფინეთი
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0c/262797458_80:0:2811:2048_1920x0_80_0_0_fe35d5d178bc89225c24a4db205c330a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფინეთი, შვედეთი, ნატო , რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ფინეთი, შვედეთი, ნატო , რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ნატოში შესვლის შედეგები: რუსეთმა ფინეთი და შვედეთი გააფრთხილა
13:43 20.04.2022 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. რუსეთმა ორმხრივი არხებით გააფრთხილა ფინეთი და შვედეთი მათი ნატოში შესვლის შედეგების შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ბრიუსელი, შეერთებული შტატების ეგიდით, კარგა ხანია ითრევს ხსენებულ ქვეყნებს თავიანთ სტრუქტურებში. ღონისძიებები ტარდებოდა მათი ფაქტობრივი ჩათრევისთვის. ამაში არაფერია ახალი. სხვა საქმეა, თუ ისინი ამ გზას დაადგებიან, რაც გეოპოლიტიკურ ვითარებას შეცვლის ევროპაში — ჩვენი ქვეყნის უშუალო სიახლოვეს. ჩვენ გაფრთხილებები საჯაროდაც გავავრცელეთ და ორმხრივი არხებითაც. მათ იციან ამის შესახებ, აღარაფერი გაუკვირდებათ — ვაცნობეთ ყველაფერი, რაც ამას მოჰყვება“, — განაცხადა ზახაროვამ.
ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა გააცნობიერონ ნატოში შესაძლო შესვლის შედეგები რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში და ასევე ისიც, თუ როგორ იმოქმედებს ეს ევროპის უსაფრთხოების სისტემაზე.
მანამდე გამოცემა Times-მა წყაროებზე დაყრდნობით
გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებას უკვე მიმდინარე ზაფხულს აპირებენ. არსებული ცნობით, ჰელსინკი პირველი წარადგენს ივნისში ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადს, რასაც შვედეთის განაცხადიც მოჰყვება.
ფინეთი და შვედეთი აქამდე ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებდნენ. ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვა ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ ამოქმედების შემდეგ დაიწყეს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო შეძლებს შედარებით სწრაფად მიიღოს ფინეთი და შვედეთი სამხედრო ბლოკში.