https://sputnik-georgia.com/20220411/fineti-dasvedeti-natos-wevroba-265885120.html
ფინეთი და შვედეთი ნატო წევრები შესაძლოა ამ ზაფხულს გახდნენ
ფინეთი და შვედეთი ნატო წევრები შესაძლოა ამ ზაფხულს გახდნენ
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებას უკვე მიმდინარე ზაფხულს აპირებენ, იუწყება Times წყაროებზე დაყრდნობით. 11.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-11T10:35+0400
2022-04-11T10:35+0400
2022-04-11T14:29+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
ფინეთი
შვედეთი
ნატო
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0d/262806187_0:120:2934:1770_1920x0_80_0_0_3927f75e03ac4fcb1e11cef3383829bc.jpg
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებას უკვე მიმდინარე ზაფხულს აპირებენ, იუწყება Times წყაროებზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, ჰელსინკი პირველი წარადგენს ივნისში ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადს, რასაც შვედეთის განაცხადიც მოჰყვება.წყაროს ცნობით, ორი ჩრდილოევროპული სახელმწიფოს წევრობის საკითხი არაერთხელ იქნა განხილული ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დროს.იმ შემთხვევაში, თუ ეს გეგმები განხორციელდება, ფინეთი გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან ყველაზე გრძელი (1.340 კმ) საერთო საზღვარი აქვს. ფინეთსაც და შვედეთსაც აქვთ გრძელი სანაპირო ზოლი და მრავალი კუნძული ბალტიის ზღვაში.ნატოში მიაჩნიათ, რომ შვედეთი და ფინეთი ალიანსის შესაძლებლობებს გააფართოვებენ, პირველ რიგში, სადაზვერვო მონაცემების შეგროვების სფეროში. ალიანსში დარწმუნებული არიან, რომ სტოკჰოლმი და ჰელსინკი ნატოს „ნამდვილი მოთამაშეები“ გახდებიან.რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ ის არ მიიჩნევს ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლას რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ.ფინეთი და შვედეთი აქამდე ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებდნენ. ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვას ამ ქვეყნების ხელისუფლებები უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ შეუდგნენ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო შეძლებს შედარებით სწრაფად მიიღოს ფინეთი და შვედეთი სამხედრო ბლოკში.
ფინეთი
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0d/262806187_324:62:2573:1749_1920x0_80_0_0_16519033992a522d1e3f0a76ab744eaa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, ფინეთი, შვედეთი, ნატო , პოლიტიკა
ფინეთი და შვედეთი ნატო წევრები შესაძლოა ამ ზაფხულს გახდნენ
10:35 11.04.2022 (განახლებულია: 14:29 11.04.2022) თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებას უკვე მიმდინარე ზაფხულს აპირებენ,
იუწყება Times წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰელსინკი პირველი წარადგენს ივნისში ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადს, რასაც შვედეთის განაცხადიც მოჰყვება.
წყაროს ცნობით, ორი ჩრდილოევროპული სახელმწიფოს წევრობის საკითხი არაერთხელ იქნა განხილული ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დროს.
იმ შემთხვევაში, თუ ეს გეგმები განხორციელდება, ფინეთი გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან ყველაზე გრძელი (1.340 კმ) საერთო საზღვარი აქვს. ფინეთსაც და შვედეთსაც აქვთ გრძელი სანაპირო ზოლი და მრავალი კუნძული ბალტიის ზღვაში.
ნატოში მიაჩნიათ, რომ შვედეთი და ფინეთი ალიანსის შესაძლებლობებს გააფართოვებენ, პირველ რიგში, სადაზვერვო მონაცემების შეგროვების სფეროში. ალიანსში დარწმუნებული არიან, რომ სტოკჰოლმი და ჰელსინკი ნატოს „ნამდვილი მოთამაშეები“ გახდებიან.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ ის არ მიიჩნევს ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლას რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ.
ფინეთი და შვედეთი აქამდე ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებდნენ. ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვას ამ ქვეყნების ხელისუფლებები უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ შეუდგნენ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო შეძლებს შედარებით სწრაფად მიიღოს ფინეთი და შვედეთი სამხედრო ბლოკში.