მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შოლცი: გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებას დაგეგმილ გრაფიკზე ადრე შეამცირებს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიოლაფ შოლცი
ოლაფ შოლცი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
გამოწერა
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ნებისმიერ გრაფიკზე ბევრად უფრო ადრე შეამცირებს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, G7-ისა და ევროკავშირის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
მანამდე ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ 2024 წლის ზაფხულისთვის გერმანია რუსული გაზისგან მნიშვნელოვნად დამოუკიდებელი იქნება, ხოლო ქვანახშირსა და ნავთობზე დამოკიდებულება უკვე მიმდინარე წლის ზაფხულისთვის შემცირდება.
„ყველამ იცის, რომ სანქციები ყოველთვის ორლესულია. ეს, ერთი მხრივ, უკუეფექტს ახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებიც სანქციებს აწესებენ, მეორე მხრივ კი მთელ მსოფლიოზე, რადგან ნახშირის, ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა, რა თქმა უნდა, გამოწვევაა მდიდარი გერმანიისთვის, ხოლო ზოგი ქვეყნისთვის ეს არის ის, რისი გადალახვაც შეუძლებელია. ამიტომ ამის ფრთხილად დაბალანსებაა საჭირო“, — აღნიშნა შოლცმა.
როგორც მან თქვა, გერმანიამ ჯერ კიდევ რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციამდე“ დაიწყო მზადება, რომ დამოუკიდებელი გამხდარიყო რუსული ენერგომატარებლების იმპორტისაგან, რამაც ბერლინს საშუალება მისცა, მხარი დაეჭირა რუსეთიდან ნახშირის იმპორტზე ემბარგოს შესახებ გადაწყვეტილებისთვის.
შოლცის განმარტებით, გერმანიის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ რუსეთის ჩანაცვლება ნავთობის იმპორტშიც შეძლოს სხვა იმპორტიორით.
„ეკონომიკა მზად არის იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს და უკვე აკეთებს ამას“, — განაცხადა შოლცმა.
ამასთან კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიას აქვს „ძალიან ამბიციური გეგმები“ ახალი მილსადენებისა და ტერმინალების აშენებასთან დაკავშირებით.

„რამდენად მალე ვიქნებით მზად ამისთვის, მაშინ ვიტყვით, როდესაც ამას გავაკეთებთ. მაგრამ ვიქნებით ბევრად უფრო სწრაფები, ვიდრე ამას ნებისმიერი გრაფიკი ითვალისწინებს. და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე“, — თქვა შოლცმა.

დასავლეთის ქვეყნებმა არაერთი სანქცია დააწესეს რუსეთის „სპეცოპერაციის“ საპასუხოდ, რომელიც მან უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის“ მიზნით წამოიწყო მიმდინარე წლის 24 თებერვალს. რუსეთის ბაზარი არაერთმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა და ქვეყანაში არსებული ობიექტები დახურა.
ყველა ახალი ამბავი
0