https://sputnik-georgia.com/20220419/guriasi-ardgomaze-leloburti-gaimarteba-266100808.html
გურიაში აღდგომაზე ლელობურთი გაიმართება
გურიაში აღდგომაზე ლელობურთი გაიმართება
Sputnik საქართველო
16-კილოგრამიან ლელობურთს ტრადიციისამებრ ადგილობრივები წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანენ.
2022-04-19T20:38+0400
2022-04-19T20:38+0400
2022-04-19T23:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
გურია
საზოგადოება
სპორტი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23562/74/235627499_0:170:2001:1295_1920x0_80_0_0_b3dd8b133bc152de9fab0e61a3c7b5f2.jpg
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართება. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.თითქმის ორასი წელია გურულები ლელობურთს შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს თამაშობენ.ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) ზუსტად 16-კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირთან ახლოს დადებს.კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო ორი წელის განმავლობაში ტრადიციული ლელობურთი არ ჩატარებულა.წელს კი ლელობურთი 24 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება. ღონისძიების დაწყებამდე სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობებია დაგეგმილი. ასევე გაიმართება ადგილობრივი პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა.შუხუთში ლელობურთი გაიმართა - ვიდეოკადრები >>2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.ლელო – გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბს წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23562/74/235627499_27:0:1802:1331_1920x0_80_0_0_199d0d36e2b2de95d22aa0562d9af58e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გურია აღდგომა ლელობურთი
გურიაში აღდგომაზე ლელობურთი გაიმართება
20:38 19.04.2022 (განახლებულია: 23:20 19.04.2022) 16-კილოგრამიან ლელოს ბურთს ტრადიციისამებრ ადგილობრივები წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანენ.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართება. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
თითქმის ორასი წელია გურულები ლელობურთს შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს თამაშობენ.
ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთი (ანუ, ზემოურები და ქვემოურები) ზუსტად 16-კილოგრამიანი, საქონლის ტყავისგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირთან ახლოს დადებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო ორი წელის განმავლობაში ტრადიციული ლელობურთი არ ჩატარებულა.
წელს კი ლელობურთი 24 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება. ღონისძიების დაწყებამდე სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობებია დაგეგმილი. ასევე გაიმართება ადგილობრივი პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა.
2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.
ლელო – გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბს წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.