აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში ჩამოვიდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
გამოწერა
დაიწყო აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი თბილისში.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიფა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და აზერბაიჯანთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში გაფაროვა შეხვდება ქართველ კოლეგა შალვა პაპუაშვილს. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე დაგეგმილია არჩილ თალაკვაძის შეხვედრა ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევთან.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაცია თბილისს ეწვევა>>
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულშია. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარი–თებერვალში 49%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 248,8 მლნ დოლარი შეადგინა. ექსპორტი საქართველოდან აზერბაიჯანში 39,1%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0