აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაცია თბილისს ეწვევა

© photo : Milli Mejlis of the Azerbaijan Republicაზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიფა გაფაროვა
აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიფა გაფაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის საჰიფა გაფაროვას ხელმძღვანელობით საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 19 აპრილს გაიმართება დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.
აზერბაიჯანული დელეგაციის ვიზიტი 20 აპრილს დასრულდება.
ბაქო - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2022
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზრდება: რა გადაწყდა შეხვედრაზე
მანამდე, 15 აპრილს ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდისა და არსებული ინფრასტრუქტურის გამტარიანობის გაფართოების საკითხები.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0