საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზრდება: რა გადაწყდა შეხვედრაზე

© AFP 2024 / GIUSEPPE CACACE ბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2022
გამოწერა
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებისა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვის მოცულობა უნდა გაიზარდოს. ამის თაობაზე განცხადება ბაქოში საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
პრეზიდენტ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სხვა დარგებში ერთობლივი პროექტების რეალიზაციისა და ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ქართულ-აზერბაიჯანული ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი როლი.
დავითაშვილმა ორ მოძმე ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მან განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა>>>
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდისა და არსებული ინფრასტრუქტურის გამტარიანობის გაფართოების საკითხებზე.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0