https://sputnik-georgia.com/20220414/saqartvelos-ekonomikis-ministri-ordriani-vizitit-azerbaijans-ewveva-265994974.html
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
Sputnik საქართველო
ბაქოში მხარეები ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებისა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ
2022-04-14T23:25+0400
2022-04-14T23:25+0400
2022-04-15T00:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
კავკასია
აზერბაიჯანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23962/20/239622032_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_92596b122a8bf843f7690018105234dc.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი ბაქოში ქართული დელეგაციის ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი კავშირების გაღრმავებაზე იმსჯელებენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, შედიან მისი მოადგილეები - გურამ გურამიშვილი და რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრები ასევე დაგეგმილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევთან.ბაქოში შეხვედრების დროს მხარეების მიერ განხილული იქნება ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებისა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სექტორების კუთხით.აზერბაიჯანი საქართველოს ტრადიციული სტრატეგიული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია არაერთი სექტორის და დარგის მიმართულებით. 2022 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 248,81 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 49%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში ექსპორტმა აზერბაიჯანში 92,34 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 39%-ით მეტია გასული წლის იგივე პერიოდზე.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23962/20/239622032_452:0:2000:1161_1920x0_80_0_0_7abac8fe649aa7269dd8b60b7c1f86f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ეკონომიკა მინისტრი ლევან დავითაშვილი ვიზიტი აზერბაიჯანი ვიზიტი
საქართველო ეკონომიკა მინისტრი ლევან დავითაშვილი ვიზიტი აზერბაიჯანი ვიზიტი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
23:25 14.04.2022 (განახლებულია: 00:20 15.04.2022) ბაქოში მხარეები ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებისა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი ბაქოში ქართული დელეგაციის ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი კავშირების გაღრმავებაზე იმსჯელებენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, შედიან მისი მოადგილეები - გურამ გურამიშვილი და რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრები ასევე დაგეგმილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევთან.
ბაქოში შეხვედრების დროს მხარეების მიერ განხილული იქნება ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებისა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სექტორების კუთხით.
აზერბაიჯანი საქართველოს ტრადიციული სტრატეგიული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია არაერთი სექტორის და დარგის მიმართულებით. 2022 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 248,81 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 49%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში ექსპორტმა აზერბაიჯანში 92,34 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 39%-ით მეტია გასული წლის იგივე პერიოდზე.