https://sputnik-georgia.com/20220418/saqartvelosi-asobit-skola-garemontdeba-da-asendeba-266065089.html
საქართველოში სამ წელიწადში ასობით სკოლა გარემონტდება და აშენდება
საქართველოში სამ წელიწადში ასობით სკოლა გარემონტდება და აშენდება
Sputnik საქართველო
ფართომასშტაბიანი პროექტის ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარი იქნება. 18.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-18T17:44+0400
2022-04-18T17:44+0400
2022-04-18T22:22+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909782_399:609:2958:2048_1920x0_80_0_0_c28c5af0db727a6cf7dbeb172fd982f0.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში სამ წელიწადში გარემონტდება ასობით სკოლა და ხელახლა აშენდება 80 სკოლა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.სულ იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება. აქედან 220 სრულად გარემონტდება. ღარიბაშვილის თქმით, პროექტის ბიუჯეტი 1 მლრდ ლარი იქნება.ბოლო 8–9 წელიწადში აშენდა 175 სკოლა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, აღნიშნა ღარიბაშვილმა.ამას გარდა, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ბევრი საბავშვო ბაღი კრიტიკულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით რეგიონებში. სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გარემონტდეს 412 და აშენდეს 90 საბავშვო ბაღი.განვადებით მშენებლობა: მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს>>საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა და რემონტი ფართომასშტაბიანი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იგეგმება. მთავრობა იმ სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსთვის ააშენებენ, ბანკების წინაშე გარანტორად გამოვა, ხოლო სამი–ხუთი წლის განმავლობაში კომპანიებს ამ თანხას დაუბრუნებს.საქართველოში 2021/2022 სასწავლო წლისთვის იყო 2.308 სკოლა, აქედან 2.086 – სახელმწიფო და 222 – კერძო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909782_588:556:2577:2048_1920x0_80_0_0_3e1cfe8ee819e6988b843ffe9b0cdfec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში
საქართველოში სამ წელიწადში ასობით სკოლა გარემონტდება და აშენდება
17:44 18.04.2022 (განახლებულია: 22:22 18.04.2022) ფართომასშტაბიანი პროექტის ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარი იქნება.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში სამ წელიწადში გარემონტდება ასობით სკოლა და ხელახლა აშენდება 80 სკოლა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
სულ იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება. აქედან 220 სრულად გარემონტდება. ღარიბაშვილის თქმით, პროექტის ბიუჯეტი 1 მლრდ ლარი იქნება.
„ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ბავშვები იზრდებოდნენ, განათლებას იღებდნენ ძალიან ჯანსაღ გარემოში. ამისთვის აუცილებელია, რომ სკოლები და საბავშვო ბაღები იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა“, – განაცხადა პრემიერმა.
ბოლო 8–9 წელიწადში აშენდა 175 სკოლა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამას გარდა, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ბევრი საბავშვო ბაღი კრიტიკულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით რეგიონებში. სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გარემონტდეს 412 და აშენდეს 90 საბავშვო ბაღი.
საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა და რემონტი ფართომასშტაბიანი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იგეგმება. მთავრობა იმ სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსთვის ააშენებენ, ბანკების წინაშე გარანტორად გამოვა, ხოლო სამი–ხუთი წლის განმავლობაში კომპანიებს ამ თანხას დაუბრუნებს.
საქართველოში 2021/2022 სასწავლო წლისთვის იყო 2.308 სკოლა, აქედან 2.086 – სახელმწიფო და 222 – კერძო.