განვადებით მშენებლობა: მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia სპორტული კომპლექსის მშენებლობა რუსთავში
სპორტული კომპლექსის მშენებლობა რუსთავში - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
მთავრობას გეგმებში ბევრი ობიექტი აქვს, რომელთა აშენება უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. მასშტაბური სამთავრობო პროგრამა განვადებით საჯარო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის შესახებ უკვე ორშაბათიდან ამოქმედდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
ამ პროგრამის მიხედვით, მთავრობა მზად არის იყოს ბანკების წინაშე გარანტორი იმ სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსთვის აშენებენ, ხოლო შემდეგ დაუბრუნოს კომპანიებს ფული სამი-ხუთი წლის განმავლობაში.

„ჩვენი სურვილია სამუშაოები მიმდინარე წელს დავიწყოთ და დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში ყველა პროექტი დავასრულოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით 2,5–3 მლრდ ლარია. ამ ეტაპზე 2 მლრდ ლარის ღირებულების სამუშაოები დაიწყება.
პროგრამის წყალობით დასაქმდება დაახლოებით 20 ათასი ადამიანი.
„ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ერთი მხრივ, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ, მეორე მხრივ, ეს ყველაფერი დაეხმარება ეკონომიკურ ზრდას. ამასთან, ეს ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0