https://sputnik-georgia.com/20220418/saqartvelom-evrokavsoros-kitxvari-maisis-sua-ricxvebamde-unda-seavsos-266072555.html
საქართველომ ევროკავშირის კითხვარი მაისის შუა რიცხვებამდე უნდა შეავსოს
საქართველომ ევროკავშირის კითხვარი მაისის შუა რიცხვებამდე უნდა შეავსოს
Sputnik საქართველო
კითხვარში 369 კითხვაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე პარტნიორს მიუღია, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ
2022-04-18T20:38+0400
2022-04-18T20:38+0400
2022-04-18T23:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251352713_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_42105417da1d69200f755aba3e4edc46.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველომ თვითშეფასების კითხვარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მაისის შუა რიცხვებამდე უნდა შეავსოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო. კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთი თვე აქვს. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 2022 წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე იგეგმება.მისი თქმით, საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით კითხვები გადანაწილდა შესაბამის უწყებებს შორის.„გარდა ამისა, ჩვენ ველოდებით კითხვარის მეორე ნაწილს. აქ, შესაბამისად, ვადები სხვა იქნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.მისი სიტყვებით, კითხვარის შევსების პროცესს კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი. რაც შეეხება დოკუმენტს, რომელიც გასულ კვირაში გამოქვეყნდა, პაპუაშვილის თქმით, ეს არის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა და ის არ შეიცავს შეფასებითი კატეგორიის კითხვებს.„იქ არასწორი პასუხი ვერ იქნება, ვინაიდან დაფუძნებულია ფაქტობრივ, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ მონაცემებზე“, – განაცხადა მან.კითხვარში 369 კითხვაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე პარტნიორს აქამდე მიუღია. მანამდე ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები 2.000-დან 5.000-მდე კითხვაზე სცემდნენ პასუხს.ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.„ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში ოპოზიციასთან არ ითანამშრომლებს>>ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს მოუწოდა, „საგანგებო წესით“ განიხილოს საქართველოს განაცხადი და ქვეყნისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251352713_64:0:1192:846_1920x0_80_0_0_231e9c4894ce38676e498efe0ddaf778.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ევროკავშირი კითხვარი მაისი შევსება
საქართველო ევროკავშირი კითხვარი მაისი შევსება
საქართველომ ევროკავშირის კითხვარი მაისის შუა რიცხვებამდე უნდა შეავსოს
20:38 18.04.2022 (განახლებულია: 23:09 18.04.2022) კითხვარში 369 კითხვაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე პარტნიორს დღემდე მიუღია, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველომ თვითშეფასების კითხვარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მაისის შუა რიცხვებამდე უნდა შეავსოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველომ კითხვარი 11 აპრილს მიიღო. კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთი თვე აქვს. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 2022 წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე იგეგმება.
„ერთი თვე არის ვადა შესავსებად და ამ ვადებს მიჰყვებიან შესაბამისი უწყებები... დაახლოებით უწევს მაისის შუა რიცხვები პასუხების გასაგზავნად“, – განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით კითხვები გადანაწილდა შესაბამის უწყებებს შორის.
„გარდა ამისა, ჩვენ ველოდებით კითხვარის მეორე ნაწილს. აქ, შესაბამისად, ვადები სხვა იქნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი სიტყვებით, კითხვარის შევსების პროცესს კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი. რაც შეეხება დოკუმენტს, რომელიც გასულ კვირაში გამოქვეყნდა, პაპუაშვილის თქმით, ეს არის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა და ის არ შეიცავს შეფასებითი კატეგორიის კითხვებს.
„იქ არასწორი პასუხი ვერ იქნება, ვინაიდან დაფუძნებულია ფაქტობრივ, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ მონაცემებზე“, – განაცხადა მან.
კითხვარში 369 კითხვაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე პარტნიორს აქამდე მიუღია. მანამდე ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები 2.000-დან 5.000-მდე კითხვაზე სცემდნენ პასუხს.
ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს მოუწოდა, „საგანგებო წესით“ განიხილოს საქართველოს განაცხადი და ქვეყნისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.