მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანია უარს ამბობს ფიქალური გაზის მოპოვებაზე: ვიცე-პრემიერმა მიზეზი განმარტა

© photo: Sputnik / Dmitriy Lelchuk / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. გერმანია არ არის მზად ფიქალური გაზის მოსაპოვებლად, რადგან მისი მოპოვებისთვის საჭირო მეთოდი ზიანს მიაყენებს გარემოს, კერძოდ, საფრთხეს შეუქმნის წყლის დაცვას, განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა.
აღნიშნულის შესახებ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს.
ჰაბეკის თქმით, ბერლინს სწორედ ამ მიზეზით არ შეუძლია, სწრაფად თქვას უარი რუსული გაზის იმპორტზე.
როგორც მან განმარტა, გერმანიას ფიქალის გაზის დიდი მარაგი აქვს, მაგრამ მასზე წვდომა მხოლოდ ფრეკინგითაა (ფენების ჰიდრავლიკური გახლეჩვა) შესაძლებელი. საბადოების დამუშავებასა და ჰიდრავლიკურ გახლეჩვებზე ნებართვების მოპოვებას კი წლები სჭირდება.

„წყლის რესურსების შესახებ კანონის გამო ეს რთულია, რადგან მოპოვების ამ მეთოდმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გარემოზე. ამჟამად ჩვენ არ გაგვაჩნია საწარმოები, რომლებიც ამის გაკეთებას ისურვებდნენ“, — განაცხადა ჰაბეკმა.

ამასთან გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსული გაზის იმპორტზე „დაუყოვნებელი ემბარგო საფრთხეს შეუქმნის სოციალურ მშვიდობას გერმანიაში“.
„ამიტომ თუ გვსურს პუტინს ზიანი მივაყენოთ, უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად, დეტალურად მოვამზადოთ ნაბიჯები და შევძლოთ მათი განხორციელება“, — განაცხადა ვიცე-კანცლერმა.
უკრაინაში რუსული „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას უახლოეს მომავალში შეამცირებს. ბერლინში იმედი აქვთ, რომ რუსეთიდან ნავთობისა და ნახშირის იმპორტს მიმდინარე წლის ბოლომდე შეწყვეტენ. ამასთან აღინიშნება, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებასთან გამკლავება 2024 წლის შუა პერიოდისთვის იქნება შესაძლებელი.
წლის დასაწყისში გერმანია ბუნებრივი აირის იმპორტის თითქმის 55 პროცენტს რუსეთიდან იღებდა. ამ დროსათვის ეს წილი 40 პროცენტამდეა შემცირებული. გერმანიაში მიაჩნიათ, რომ რუსული გაზის ალტერნატივა შეიძლება გახდეს კატარიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული გათხევადებული აირი.
ყველა ახალი ამბავი
0