დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 აპრილი

© photo: Sputnikგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 15 აპრილია, პარასკევი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
მოუსმინეთ საკუთარ თავს. დღეს თქვენს გრძნობებს უნდა ენდოთ და ინტუიციას მიჰყვეთ. გარშემომყოფების რჩევები მაინცდამაინც სასარგებლო არ იქნება. ეცადეთ, ყველა მიღებული ინფორმაცია შეამოწმოთ. შესაძლებელი იქნება ძველი კავშირების აღდგენა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 აპრილი>>
ვერძი: დღე უკვე ნაცნობი საქმეებით დაიწყეთ. ეცადეთ, დიდხანს არ შეჰყვეთ უაზრო ლაპარაკს და დრო ამაზე დახარჯოთ. მოგვიანებით, შესაძლოა, სრულიად ახალი საქმეების გაკეთება მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი პერიოდია როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობებისთვის.
ადამიანის ფსიქოლოგია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“
კურო: უარი არ თქვათ ჩანაფიქრზე, თუნდაც გარემოება ძალიან არახელსაყრელად აეწყოს. გექნებათ შანსი, მიაღწიოთ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. დაეყრდენით საკუთარ გამოცდილებას –ეს უფრო წაგადგებათ, ვიდრე ირგვლივ მყოფების რჩევები. კარგი დღეა დაგროვებული საქმეების მოსაწესრიგებლად.
ტყუპი: არ აჰყვეთ პროვოკაციებს, არ იკამათოთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენს მოსაზრებებს არ იზიარებენ. მეგობრული დამოკიდებულება და დათმობისთვის მზაობა ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან, შესაძლებლობა გექნებათ, მოაგვაროთ ურთიერთობები, რომლებიც ბოლო დროს დაძაბული იყო.
კირჩხიბი: დილით ფრთხილად იმოქმედეთ. არაა შესაფერისი დრო სერიოზულ რისკზე წასასვლელად. ნუ გექნებათ სწრაფი გამარჯვების იმედი. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. თუ ვინმეზე კარგი შთაბედილების მოხდენა გინდათ, იყავით ის, ვინც ხართ – ზედმეტი ძალისხმევა საჭირო არაა.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
ლომი: ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საქმეებს – რაც მალე შეუდგებით მათ რეალიზებას, მით მალე მიიღებთ საჭირო შედეგებს. თული იქნება ქაოსის თავიდან აცილება, მაგრამ ეს მიზნისკენ სვლაში ხელს არ შეგიშლით. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იქნება. შესაფერისი დროა რუტინული, ჩვეული საქმეების გასაკეთებლად.
ქალწული: გარშემომყოფებთან ურთიერთობებში მოთმინება დაგჭირდებათ. კარგი ნაცნობებიც კი ხანდახან არასწორად გაგიგებენ. დღის დასაწყისში ემოციური ფონი საკმაოდ დაძაბული იქნება, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება და თქვენი განწყობაც გაუმჯობესდება.
სასწორი: მოაწესრიგეთ ყველაფერი, გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. დღეს ამას ადვილად გააკეთებთ, არ გაღიზიანდებით. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა საყიდლებზე წასვლისთვის, მეორე ნახევარი კი საინტერესო საუბრებისთვის. გაიგებთ რაღაც ახალს, მიიღებთ პასუხს კითხვებზე, შეძლებთ დაგეგმვას.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ
მორიელი: არ იჩქაროთ. იმოქმედეთ მშვიდად და ბევრს მიაღწევთ. თუ აჩქარდებით, დიდი ალბათობით, შეცდომებს დაუშვებთ. არაა გამორიცხული, რომ ახალ საქმეში პირველი ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმა მოგიწიოთ. გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან, მაგრამ საქმე კონფლიქტამდე არ მივა.
მშვილდოსანი: იჩქარეთ. თუ დროს უქმად არ დაკარგავთ, ბევრ რამეს მოასწრებთ. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. თქვენი გამჭრიახობის წყალობით პირველ შედეგებს მოსალოდნელზე ადრე მიიღებთ. დღის მეორე ნახევარი ყურადღების მიპყრობისთვის შესანიშნავი დროა. უკუაგდეთ ცრუ მოკრძალება და გაიბრწყინეთ საზოგადოებაში.
თხის რქა: გაუზიარეთ გარშემომყოფებს თქვენი იდეები, გეგმები, ეძებეთ მოკავშირეები. აჩვენეთ მათ თქვენი საუკეთესო თვისებები. თუ ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ, მათ მხარდაჭერასაც მიიღებთ. დღის მეორე ნახევარში დაძაბული მომენტები შეიძლება შეიქმნას, მაგრამ მოახერხებთ წონასწორობის შენარჩუნებას.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2019
ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები
მერწყული: თუ ცხოვრებაში რამის შეცვლა გაქვთ ჩაფიქრებული, მზად იყავით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. დღის ბოლოს დარწმუნდებით, რომ სწორად იმოქმედეთ. დღის პირველი ნახევარი მშვიდი, მეორე ნახევარი კი დაძაბული იქნება, თუმცა – პროდუქტიული. გარშემომყოფების დახმარების იმედი გქონდეთ.
თევზები: დღე მნიშვნელოვანი საუბრებით დაიწყეთ. შეძლებთ რაღაც საინტერესოს გაგებას. მოსალოდნელია რთული სამუშაო საკითხების იღბლიანად გადაჭრა. დღის მეორე ნახევარი სასარგებლო საქმეებს მიუძღვენით. ამას, შესაძლოა, ბევრი დრო დასჭირდეს, მაგრამ გართობისა და სასიამოვნო შეხვედრებისთვის დრო მაინც დაგრჩებათ.
ყველა ახალი ამბავი
0