https://sputnik-georgia.com/20220415/belarusis-saelcom-rusi-samxedroebis-sesaxeb-informacia-uaryo-266015565.html
ბელარუსმა რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია უარყო
ბელარუსმა რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია უარყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. რუსეთში ბელარუსის საელჩომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია – რომ გომელის ოლქის საავადმყოფოები დაჭრილი რუსი ჯარისკაცებითაა... 15.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-15T19:09+0400
2022-04-15T19:09+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ბელარუსი
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/06/251387280_0:62:3423:1987_1920x0_80_0_0_06d856482027e7b8103fb76352672211.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. რუსეთში ბელარუსის საელჩომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია – რომ გომელის ოლქის საავადმყოფოები დაჭრილი რუსი ჯარისკაცებითაა გადატვირთული.მანამდე ინფორმაცია ამის შესახებ, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების თქმით, სხვადასხვა Telegram-არხებით გავრცელდა.დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.როგორც უწყებაში ამბობენ, ასეთი „სიყალბის გავრცელება არის არაკეთილმოსურნეთა პროვოკაცია“, რომელთა მიზანი — რუსეთისა და ბელორუსის დემონიზაციაა „დასავლელი კურატორების სახელმძღვანელოების მიხედვით და მათივე მხარდაჭერით“.
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/06/251387280_345:0:3076:2048_1920x0_80_0_0_5f2e3a08aa13426078707bf94dc49430.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ბელარუსი , რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ბელარუსი , რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ბელარუსმა რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია უარყო
19:09 15.04.2022 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. რუსეთში ბელარუსის საელჩომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია – რომ გომელის ოლქის საავადმყოფოები დაჭრილი რუსი ჯარისკაცებითაა გადატვირთული.
მანამდე ინფორმაცია ამის შესახებ, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების თქმით, სხვადასხვა Telegram-არხებით გავრცელდა.
„ბოლო დროს ინტერნეტით გავრცელდა პუბლიკაციები (უპირველეს ყოვლისა, ანონიმურ Telegram-არხებზე), თითქოს გომელის ოლქის საავადმყოფოები გადატვირთულია უკრაინაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი რუსი სამხედრო მოსამსახურეებით. ასეთი მასალები ქვეყნდება „სიტუაციის მცოდნე ანონიმ წყაროებზე" დაყრდნობით“, — ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.
დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩვენ რეგულარულ კონტაქტებს ვინარჩუნებთ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან ბელარუსის იმ რეგიონებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება — გომელში, მოზირსა და ნაროვლიაში. სამედიცინო ორგანიზაციებს მსგავსი ხმების დამადასტურებელი ინფორმაცია არ აქვთ“, — აცხადებენ საელჩოში.
როგორც უწყებაში ამბობენ, ასეთი „სიყალბის გავრცელება არის არაკეთილმოსურნეთა პროვოკაცია“, რომელთა მიზანი — რუსეთისა და ბელორუსის დემონიზაციაა „დასავლელი კურატორების სახელმძღვანელოების მიხედვით და მათივე მხარდაჭერით“.