https://sputnik-georgia.com/20220414/saqartvelosi-saxelmwifo-enis-dacvis-miznobrivi-sagranto-konkursi-gamocxaddeba-265983388.html
საქართველოში სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება
საქართველოში სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება
Sputnik საქართველო
ქართული ენა უძველესი ენაა. მას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მეოთხე საუკუნეში გაჩნდა. 14.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-14T16:29+0400
2022-04-14T16:29+0400
2022-04-14T21:47+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_0:317:2992:2000_1920x0_80_0_0_2264b8c406135f0facbc96486e6598fc.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. უახლოეს პერიოდში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საგრანტო კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით გამოცხადდება და ის ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.კონკურსში ქართული ენის მკვლევრებთან ერთად მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 240 ათას ლარს შეადგენს და სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შექმნილ 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებთან.სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ენის სტრატეგიის ძირითადი მიზანი სახელმწიფო ენის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფაა. ამ მიზნის განსახორციელებლად კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა განისაზღვრა: ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა; ქართული სალიტერატურო ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა; ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე და სხვ.დღეს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება.ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 44 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_207:0:2874:2000_1920x0_80_0_0_16b12c0c111c9cb6c9f8668d323559f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება
16:29 14.04.2022 (განახლებულია: 21:47 14.04.2022) ქართული ენა უძველესი ენაა. მას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მეოთხე საუკუნეში გაჩნდა.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. უახლოეს პერიოდში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგრანტო კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით გამოცხადდება და ის ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.
„კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სახელმწიფო ენის სტანდარტიზაციის, ტერმინოლოგიის, ენობრივი ტექნოლოგიებისა და რესურსების შექმნასა და განვითარებას, ქართული და ქართველური, ასევე ეთნიკური უმცირესობების ენების კვლევისა და დოკუმენტირების საკითხებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კონკურსში ქართული ენის მკვლევრებთან ერთად მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 240 ათას ლარს შეადგენს და სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შექმნილ 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებთან.
სამინისტროს
ინფორმაციით, სახელმწიფო ენის სტრატეგიის ძირითადი მიზანი სახელმწიფო ენის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფაა. ამ მიზნის განსახორციელებლად კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა განისაზღვრა: ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა; ქართული სალიტერატურო ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა; ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე და სხვ.
დღეს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება.
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 44 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.