მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ეუთო ბელარუსსა და ნატოს უკრაინაში კონფლიქტის მხარეებად არ ცნობს

© AP Photo / Lisa Leutnerეუთო
ეუთო - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
გამოწერა
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ბელარუსს აღარ განიხილავს უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის მხარედ, და არც ნატო მიაჩნია მხარედ, მიუხედავად უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა, ნათქვამია ორგანიზაციის „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში.
ეუთოს დასკვნით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის მხარეები მხოლოდ რუსეთი და უკრაინა არიან.

„რუსეთიც და უკრაინაც არიან შეიარაღებული კონფლიქტის მხარე სახელმწიფოები <...>. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი რუსეთს ნებას რთავს, გამოიყენოს მისი ტერიტორია უკრაინაზე დარტყმებისთვის, მისია მიიჩნევს, რომ, 1 აპრილის მდგომარეობით, [ბელარუსი] არ არის შეიარაღებული კონფლიქტის მხარე მანამ, სანამ თვითონ არ ჩაიდენს ძალადობის აქტებს ან სხვა ქმედებებს, რომლებიც საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობა იქნებოდა“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ეუთომ ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს არც ნატოს. „ანალოგიურად, ნატოს წევრი ქვეყნები არ არიან კონფლიქტის მხარეები მხოლოდ იარაღის გადაცემის ან სადაზვერვო მონაცემების გაზიარების საფუძველზე“, — ნათქვამია მოხსენებაში.
ამასთან ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბელარუსსაც და ნატოს წევრ ქვეყნებსაც გაზრდილი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვაზე იმ ქვეყნების მიერ, რომლებსაც ისინი უჭერენ მხარს.
როგორც ეუთოს ანგარიშშია ნათქვამი, ლუგანსკი და დონეცკი „რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ არიან“ და, აქედან გამომდინარე, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი მათ ქმედებებზე.
„ნებისმიერ შემთხვევაში ეს ასე იქნებოდა მაშინაც კი, თუ ეს „რესპუბლიკები“ რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოები იქნებოდნენ — როგორც ამას რუსეთი ამტკიცებს, და არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო მოკავშირეები“, — ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთმა უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაცია“ 24 თებერვალს დაიწყო. ნატოს წევრმა და დასავლეთის სხვა რამდენიმე ქვეყანამ თებერვლის ბოლოს გამოაცხადეს, რომ უკრაინას იარაღს მიაწვდიდნენ, მაგრამ უარი თქვეს ამ ქვეყნის თავზე ცის დაკეტვაზე, მიიჩნიეს რა, რომ ეს ალიანსის ძალებსა და რუსეთს შორის პირდაპირ შეტაკებას გამოიწვევდა.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ქვეყნის არმია არ მონაწილეობს რუსეთის „სამხედრო ოპერაციაში“ უკრაინაში, რადგან ასეთი საჭიროება არ არსებობს.
Флаг с символикой Организации по безопасности и сотрудничеству в Европе (ОБСЕ) - Sputnik საქართველო
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“

— ეუთოს მუშაობის მეთოდი ადამიანური განზომილების სფეროში მონაწილე ქვეყნების ინიციატივით. მოიცავს ექსპერტების ან მომხსენებლების მისიების შექმნას კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანურ განზომილებაზე სამუშაოდ. ექსპერტები და მომხსენებლები არ შეიძლება იყვნენ შესაბამისი ქვეყნის ან ინიციატორი სახელმწიფოების მიერ დანიშნულები, მათი მოქალაქეები ან რეზიდენტები.

განშლაშეკუმშვა
ყველა ახალი ამბავი
0