ძლიერმა შტორმმა ფოთში პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
ძლიერი ღელვის შედეგად სანაპიროს რამდენიმე მონაკვეთზე აყრილია ფილები.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა.
კერძოდ, ძლიერი ღელვის შედეგად სანაპიროს რამდენიმე მონაკვეთზე აყრილია ფილები. შტორმმა საძირკველი გამოურეცხა სავალ ნაწილს და მიმდებარე ტერიტორიაც დააზიანა.
სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და მის მოადგილეებთან ერთად არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო ფოთის მერი ბექა ვაჭარაძეც.
მისი თქმით, პრობლემურია ერთი რაიონი, სადაც დამცავი ნაგებობები იმდენად დაზიანებულია, რომ თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

„ძლიერი შტორმის შედეგად მნიშვნელოვნად ზიანდება კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი... სიღრმე იკლებს, შესაბამისად, ტალღა უფრო ძლიერად ურტყამს სანაპიროს და აზიანებს არსებულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ვაჭარაძემ.

მისი თქმით, ამ პრობლემების გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა მოამზადოს სანაპირო ზოლის გამაგრების ახალი პროექტი, რის შემდეგაც მერია სამუშაოებს დაიწყებს.
ამ დროისათვის დაზიანებულ უბნებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერმა შტორმმა დღეს პრობლემები შექმნა ანაკლიასა და განმუხურშიც. სადაც სტიქიამ სანაპირო ზოლის ნაწილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14–16 აპრილს საქართველოში უამინდობა გაგრძელდება და ყინვებია მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0