https://sputnik-georgia.com/20220413/zlierma-stormma-anakliasa-da-ganmuxursi-infrastruqtura-daaziana-265964054.html
ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში ინფრასტრუქტურა დააზიანა
ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში ინფრასტრუქტურა დააზიანა
Sputnik საქართველო
ბოლო ორი დღეა საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარი ქრის, თბილისში და რეგიონებში უამინდობამ პრობლემები შექმნა
2022-04-13T19:22+0400
2022-04-13T19:22+0400
2022-04-13T22:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/12/263714802_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_0d11dc2e2436c307620bf8910f5abd71.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. შავ ზღვაზე ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.სტიქიამ განმუხურის ამფითეატრის საძირკველი დააზიანა. ასევე დაზიანებულია სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები. პრობლემა შეექმნა მწვანე ნარგავებსაც.მდინარე ენგურმა ანაკლიაში სამი სახლიც დატბორა. ენგურის ზღვასთან შესართავის გახსნის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა.შტორმმა ასევე დააზიანა ფოთში, კუნძულის უბანში სანაპირო ზოლის ნაწილი.უწყების ინფორმაციით, მდინარე ენგურზე ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.სინოპტიკოსების პროგნოზით, 14–16 აპრილს საქართველოში უამინდობა გაგრძელდება და ყინვებია მოსალოდნელი.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/12/263714802_269:0:1229:720_1920x0_80_0_0_d615ee154a913ea78ce1d0cf33f9198f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შტორმი ანაკლია განმუხური ინფრასტრუქტურა დაზიანება
შტორმი ანაკლია განმუხური ინფრასტრუქტურა დაზიანება
ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში ინფრასტრუქტურა დააზიანა
19:22 13.04.2022 (განახლებულია: 22:37 13.04.2022) ბოლო ორი დღეა საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარი ქრის, თბილისში და რეგიონებში უამინდობამ პრობლემები შექმნა.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. შავ ზღვაზე ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სტიქიამ განმუხურის ამფითეატრის საძირკველი დააზიანა. ასევე დაზიანებულია სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები. პრობლემა შეექმნა მწვანე ნარგავებსაც.
მდინარე ენგურმა ანაკლიაში სამი სახლიც დატბორა. ენგურის ზღვასთან შესართავის გახსნის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა.
შტორმმა ასევე დააზიანა ფოთში, კუნძულის უბანში სანაპირო ზოლის ნაწილი.
უწყების ინფორმაციით, მდინარე ენგურზე ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14–16 აპრილს საქართველოში უამინდობა გაგრძელდება და
ყინვებია მოსალოდნელი.