რუსთავის მერია რუსთავი–თბილისის მარშრუტზე მგზავრობის საფასურის ზრდის მიზეზს შეისწავლის

© photo: Sputnikრუსთავი–თბილისის მიკროავტობუსი
რუსთავი–თბილისის მიკროავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
კომპანიამ რაიონის ხელმძღვანელობას ერთი თვით ადრე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ფასის მოსალოდნელი ზრდის შესახებ.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. შეთანხმების პირობების დარღვევის გამო კერძო კომპანია „ინტერტრანსის“ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები იქნება გამოყენებული, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.
კერძო კომპანია „ინტერტრანსმა“ ორშაბათს რუსთავი–თბილისის მარშრუტით მგზავრობა 1,8 ლარიდან 2,5 ლარამდე გააძვირა. კომპანიაში ეს გადაწყვეტილება საწვავის ფასის ზრდით ახსნეს.

„შევხვდით კომპანია „ინტერტრანსის“ წარმომადგენლებს და მოვისმინეთ ინფორმაცია, თუ რატომ მოხდა ტრანსპორტის ტარიფის ზრდა მერიასთან შეუთანხმებლად. რატომ მოხდა, რომ კომპანიამ ტარიფის გაზრდის შესახებ მოგვმართა მხოლოდ გუშინ და არა ერთი თვით ადრე, როგორც ეს სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა გაეკეთებინა“, – განუცხადა ლაცაბიძემ ჟურნალისტებს.

ოფიციალური შეთანხმებით, კომპანიამ რაიონულ ხელისუფლებას ფასების მოსალოდნელი ზრდის შესახებ ერთი თვით ადრე უნდა ცნობოს, თუმცა წერილობითი განცხადება მათ მხოლოდ ორი დღის წინ შეიტანეს.
ლაცაბიძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ლოიალურია კომპანიის მიმართ მგზავრების მომსახურების ხარისხის საკითხში, რადგან მგზავრობის ღირებულების საფასურის შენარჩუნება სურდათ.
პრემიერი: საქართველოში საწვავზე ფასი მალე დაიკლებს>>
„ჩვენ შევისწავლით კომპანიის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს. ჩვენი უმთავრესი ინტერესია, არ დაზარალდნენ რუსთაველები და, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ „ინტერტრანსში“ დასაქმებული მძღოლების ინტერესებსაც, რადგან ისინი რუსთაველები არიან და თითოეული მათგანის უკან დგას ოჯახი. მუნიციპალიტეტი პრობლემის წინაშე არც რუსთაველ მგზავრებს და არც მძღოლებს მარტო არ დატოვებს“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
თბილისსა და რუსთავს სულ 25 კმ აშორებს. მცირე მანძილის გამო ბევრი რუსთაველი დადის სამსახურში ან სასწავლებლად თბილისში და მგზავრობის ტარიფის გაზრდა პირველ რიგში სწორედ მათ დააზარალებს.
ყველა ახალი ამბავი
0