https://sputnik-georgia.com/20220411/premieri-saqartveloshi-sawvavze-pasebi-daiklebs-265891389.html
პრემიერი: საქართველოში საწვავზე ფასი მალე დაიკლებს
პრემიერი: საქართველოში საწვავზე ფასი მალე დაიკლებს
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მთლიანად არის დამოკიდებული საწვავის იმპორტზე. 11.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-11T14:16+0400
2022-04-11T14:16+0400
2022-04-11T20:03+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24813/53/248135315_0:116:3000:1804_1920x0_80_0_0_a304e65c71ef1517e7228f6105cc4108.jpg
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოში საწვავზე ფასებმა უახლოეს პერიოდში უნდა დაიკლოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.საწვავზე ფასების ზრდა ბოლო ეტაპზე საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი „ნახტომი“ მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა. ექსპერტები ფასების ზრდის ძირითად ფაქტორებად ასახელებენ მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას და ვალუტის გაცვლით კურსს.მისი თქმით, საწვავზე ფასების ბოლო ზრდა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, რამაც მსოფლიო ბაზრებზე შოკური მდგომარეობის პროვოცირება მოახდინა. რა თქმა უნდა, ეს პროცესები აისახა საქართველოზეც, რომელიც საწვავის იმპორტს ახორციელებს.გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ როგორც თურქეთიდან იაფი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევაში, საჭიროა მეწარმეების დახმარება ქვეყანაში იაფი საწვავის შემოტანის მიზნით. „ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი“, – დასძინა ღარიბაშვილმა.მისი აზრით, ეს საქართველოს მოსახლეობას საწვავთან მიმართებით არჩევანის საშუალებას მისცემს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24813/53/248135315_220:0:2780:1920_1920x0_80_0_0_70aab69784c0be16de734c8a6dafcc37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოში საწვავზე ფასი მალე დაიკლებს
14:16 11.04.2022 (განახლებულია: 20:03 11.04.2022) ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მთლიანად არის დამოკიდებული საწვავის იმპორტზე.
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოში საწვავზე ფასებმა უახლოეს პერიოდში უნდა დაიკლოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
საწვავზე ფასების ზრდა ბოლო ეტაპზე საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი „ნახტომი“ მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა. ექსპერტები ფასების ზრდის ძირითად ფაქტორებად ასახელებენ მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას და ვალუტის გაცვლით კურსს.
„მსოფლიო ბაზრებზე საწვავზე ფასები შედარებით შემცირდა და ერთი ბარელი ნავთობის ფასი 95 დოლარზე ჩამოვიდა. რადგან დოლარის მიმართ ლარიც გამყარდა, საწვავის იმპორტიორებო, მოლოდინი მაქვს, რომ თქვენ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ ფასების კორექტირებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საწვავზე ფასების ბოლო ზრდა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, რამაც მსოფლიო ბაზრებზე შოკური მდგომარეობის პროვოცირება მოახდინა. რა თქმა უნდა, ეს პროცესები აისახა საქართველოზეც, რომელიც საწვავის იმპორტს ახორციელებს.
გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ როგორც თურქეთიდან იაფი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევაში, საჭიროა მეწარმეების დახმარება ქვეყანაში იაფი საწვავის შემოტანის მიზნით. „ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი“, – დასძინა ღარიბაშვილმა.
მისი აზრით, ეს საქართველოს მოსახლეობას საწვავთან მიმართებით არჩევანის საშუალებას მისცემს.