რუსთავიდან თბილისში მგზავრებს ავტობუსი მოემსახურება

© photo: Sputnik / Stringerრუსთავი
რუსთავი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1,5 ლარი იქნება, სტუდენტებისთვის – 0,5 ლარი.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. დღეიდან რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს, იუწყება რუსთავის მერიის პრეს-სამსახური.
ავტობუსის დანიშვნის შესახებ მერიამ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებიდან მეორე დღეს გამოაცხადა. კერძო კომპანია „ინტერტრანსმა“ ორშაბათს რუსთავი–თბილისის მარშრუტის მიკროავტობუსებით მგზავრობა 1,8 ლარიდან 2,5 ლარამდე გააძვირა. კომპანიაში ეს გადაწყვეტილება საწვავზე ფასის ზრდით ახსნეს.

„ავტობუსი აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნოლოგიით, მათ შორის Wi-Fi სისტემით, რომლითაც ყველა ისარგებლებს უფასოდ. და, რაც ყველაზე მთავარია, ავტობუსი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1,5 ლარი იქნება, ხოლო სტუდენტებისთვის – 0,5 ლარი. ავტობუსი გავა რუსთავის გასასვლელიდან და მისი ბოლო გაჩერება თბილისში მეტროს სადგურ „ისანთან“ იქნება.
რუსთავის მერია რუსთავი–თბილისის მარშრუტზე მგზავრობის საფასურის ზრდის მიზეზს შეისწავლის>>
თბილისსა და რუსთავს სულ 25 კმ აშორებს. მცირე მანძილის გამო ბევრი რუსთაველი დადის სამსახურში ან სასწავლებლად თბილისში და მგზავრობის ტარიფის გაზრდა პირველ რიგში სწორედ მათ დააზარალებს.
ყველა ახალი ამბავი
0